მერე რა მოხდა თუ დავალ,
კვლავ მარტოდ-მარტო ეული.
იანვარივით სუფთა ვარ,
მარტივით გადარეული.
მერე რა მოხდა თუ დღემდე,
არ გამიმართლა ცხოვრებამ.
რა მოხდა თუკი ვერ შევძლე,
სამოთხის გამოგონება.
მერე რა მოხდა თუ გზები,
უსწორ-მასწოროდ წავიდა.
მაინც შენზე ფიქრს ვუნდები,
ოცნებებს ვიწყებ თავიდან.
მერე რა მოხდა თუ შენი,
ალერსი მე არ მეღირსა.
უკვე ხომ ვერას ვუშველი,
მაგრამ კვლავ მჯერა ბედისა.
მერე რა მოხდა თუ დღემდე,
აქ ვერ გამიგეს აზრები.
მერე რა მოხდა, გთხოვთ მენდეთ,
წამითაც არ გავბრაზდები.
მერე რა მოხდა თუ დავალ,
კვლავ მარტოდ-მარტო ეული.
იანვარივით სუფთ ვარ,
მარტივით გადარეული.