.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » მეჩვენება თითქოს ის კვლავ აქ არის
14:16
მეჩვენება თითქოს ის კვლავ აქ არის


მეჩვენება თითქოს ის კვლავ აქ არის, ოთახიდან ოთახში დადის და თავის გაფანთულ ნივთებს ეძებს, მერე მე მიხმობს და მეკითხება ხომ არ ვიცი სად არის მისი ვერცხლის საათი ან თეთრი ჰალსტუხი შავი ზოლებით, ან კიდევ ისეთი რამ რაც კარგა ხანია მის გარდერობში აღრ ინახება. მე კი როგორც ყოველთვის ვუღიმოდი, ვკოცნიდი და ვურჩევდი სხვა ჰალსტუხი გაეკეთებინა, საათს კი მე ვუპოვიდი.
... და მაინც რა საყვარელი იყო ჩემი ქმარი, ყოველთვის ყველაფერს კარგავდა, მერე ეძებდა და გაუჩერებლივ ბუძღუნებდა. მე კი ყოველთვის ჩუმად ვუსმენდი, ვუღიმოდი მერე კი მის დახმარებას ვცდილობდი...
საუზმეს ყოველთვის გადარბენაზე მიირთმევდა, მერე შუბლზე მკოცნიდა და სახლიდან გადიოდა. ეჰ, როგორც კი სახლიდან გავიდოდა ერთი სული მქონდა სამი საათი, როდის შესრულდებოდა.(შუადღეს სადილისთვის მოდიოდა და ერთი საათი ჩემს განკარგულებაში იყო.)
სახლში მარტო დარჩენილი ყავას ავადუღებდი, ტელეფონთნ დაჯდებოდი, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და დაქალს ვურეკავდი. 15 წუთის ლაპრაკის შემდეგ ხალათს გავიხდიდი, აბაზანას მივაშურებდი, თვს მოვიწესრიგებდი, მერე კი საშინაო საქმეებით დავკავდებოდი. ბოლოს საყიდლებზე გავდიოდი. პროდუქტს დიდი მონდომებით ვარჩევდი, ჩემი გივიკოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდა. მინდოდა ჩმით ემაყა და ყოველთვის კმაყოპილი ყოფილიყო. სადილად ყოველთვის გემრიელ კერძს ვუმზადებდი და შექებას ველოდი.
მიყვარდა გივი და მისთვის არაფერს ვიშურებდი. მასაც ვუყვარდი და ყოველთვის მანებივრებდა, სახლში გვიან არასდროს მოდიოდა, არ სვავდა, მხოლოდ ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა, რომელიც ვერ გადაგდო-სიგარეტი-ეწეოდა-ამან დაღუპა ლომივით კაცი...
არავინ იცის როგორ მაკლია ჩემი გივიკო, როგორ მაკლია მისი სითბო სიყვარული და ყურადღება.
სახლში არავინ მოდის, არავინ მკოცნოს შუბლზე, მერე კი-ორივე ლოყაზე, არავინ მეკითხება- ვახშმად რა გვაქვსო. 
ახლა მარტო მიწევს სეირნობა, გვერში აღრ მიდგას გივი. მარტო მივაბიჯებ წვიმის წვეთებით დასველებულ ქუჩებში და მოგონებებში ვმოგზაურობ.
სახლი სულ დაცარიელდა, თითქოს მისი სიკვდილის შემდეგ სიცივე ჩამოწვა. ლოგიში მარტო ვწევარ და აღარ მათბობს მისი სხეული. არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე სიზმარი, არც ის მახოსვ კარგად როდის მეძინა, მახსოვს ცრემლიანი ღამეები, ღამე უაზროდ წამოვიყვირებ ხოლმე-გივი! და ვარღვევ ჩამოწოლილ გულისმომკვლელ სიჩუმეს, რომელსაც დაუსადგურებია ჩემს სახლში....ადრე ჩვენი იყო, ჩემი და გივისი, ახლა მხოლოდ ჩემია....
ყოველ დილით მეღვიძება მობუზულს და დაღლილს, თითქოს ძილიც კი დამღლელია ჩემთვის. სუნთქვა და სიხარული ისე ძნელია....
აღარ ვარ უწინდელივით მკვირცხლი, მხიარული და დაუღალავი. დაბნეული და არეული დავდივარ ოთახიდან ოთახში უმიზნოდ და , უაზროდ, შევცქერი ნივთებს, რომლებიც გივისთან მაკავშირებს, მერე გულმოდგინეგ ვწმენდ და ვუცქერი, მოგონებებს მივცემ თვს... ჩემი ცხოვრება ხომ მოგონებებია და სხვა არაფერი. თითქოს ფერები და აზრი მაშინ დაკაქრდა ცხოვრებამ, როცა ჩემნი მეუგლე მივაბარე მიწას. 
აღარავინ რთვს ტელევიზოს. აღარავინ უყურებს მას, ერთ ორჯერ თუ გავშტერებ თვალს ჩამქვრალ ეკრანს მერე კი კვლავ ოთახშებში დავიწყებ ხეტიალს.
უაზრო გახდა ჩემი ცხოვრება, მოსაწყენი და ერთფეროვანი. რა მწველი ტკივილია უშენობა საყვარელო...ასე ნთუი დიდხანს გავძლებ, როგორ მინდა მეც მოგიწვე გვერში... გაქრა ყოველი ოცნება და იმედი,გულში მარტოობამ და დარდმა დაისადგურა.
ვცხოვრობ წარსულით და მოგონებებით-მაშ ეს ცხოვრებაა?! უფალო რატომ წამართვი ჩემი სიხოხლის არსი და აზრი. 
ჩემთან შუქი არასდროს ანთია, სულ ჩამქვრალია, ან რა შაჭიროა ენთოს?! სიბნელე მირჩევნია, უკეთესად ცგრძნობ თვს...
მე მარტო დვრჩი, ბედის ამარად, აღრ მყავს ჩემი ნუეში, დამრჩ მხოლოდ მოგონებები...ისინი ხომ მუდამ დარჩბიან ჩემთან..და რომ არა მოგონებები და მათი გაუნელებელი სითბო მე იქნებ არც ვყოპილიყავი ახლა ამ ქვეყნად და არც დამეწერა ეს "ჩანაწერი"
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 1030 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]