ხუთშაბათი, 30.01.2025, 08:06
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:12 მე შენ არ გეტყი: გეტრფი! | |
მე შენ არ გეტყი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან. მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს, სხვამ ნუთუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ, მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |