ორშაბათი, 16.06.2025, 17:28
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:41 ლექს სტატუსები | |
თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად ჩერდები იმისთვის... როომ ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასდროს ვერ მიხვალ... **** თქვენ მე ვერ მომკლავთ, ვერ შეძლებთ ამას, უსულო გვამად ვერ გადამაქცევთ, მე თავს მოგახვევთ მუქ ფერთა გამას, და თავს ვერასდროს ვეღარ დამაღწევთ... **** მეგობრობის ძაფს უხეშად ნუ გასწყვეტ, რადგან თუ მეორედ დაგჭირდა მისი აღდგენა, კვანძი დარჩება. **** რაც არ გითქვამს იმის თქმას ყოველთვის მოასწრებ, მაგრამ ნათქვამს უკან ვეღარ დაიბრუნებ... **** როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს, მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია... და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ, სწორედ ამას ქვია ბედის ირონია... **** უნდა მიუტეო რომ დაივიწყო.... უნდა დაივიწყო რომ კიდევ იგრძნო... **** სულ პატარას ვითხოვდი... სხვებმა მთელ ცხოვრებად გაიგეს.. **** რომ შემეძლოს ძალიან ბევრს ვიცინებდი... რომ დამემტკიცებია რა "სულერთი" ხართ ზოგიერთები ჩემთვის.... **** რომ არ გტკენოდა, გაგეფინე წაქცეულს მინდვრად... რომ არ გწყენოდა, გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი.. **** სადაც დაგტოვე იმის იქეთ მაინც აღარ ვარ... შენ სადაც დამრჩი იმის აქეთ უკვე ღმერთია ... **** ის რაც შენი არასდროს ყოფილა... სხვა ვერასოდეს წაგართმევს!.. **** ჩვენ ვართ ზღაპრიდან გამოპარული გზადაბნეული დიდი ბავშვები.... და სანამ ჩვენი მეზღაპრე მოვა.. ყველა ერთმანეთს ვეთამაშებით... **** და თუ შევძელი დავიწყება შენი სახელის, მაშინ წარსულიც აღაროსდროს მემახსოვრება!... **** ადამიანი თავის შეცდომებს აგროვებს... და მერე ბედისწერას არქმევს... **** მეოცნებე ვარ.. ყველაფრის ლამაზად დანახვა მიყვარს, და სიძულვილი არ შემიძლია.. სიყვარული მირჩევნია... **** თუ შენს გვერდით მყოფ ქალს აგრძნობინებ, რომ დედოფალია.... მხოლოდ მაშინ შეიძლება საკუთარ თავს მეფე უწოდო... **** მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს გავდეს, სადაც ყველანი ბედნიერია... ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს სადაც ცხოვრება მშვენიერია... **** ცხოვრება არის დროში გაგორებული კამათელი, სადაც იშვიათად ჯდება დუშაში.. **** გრძნობა, რომელიც ჩემგან დარჩა სიბრალულია... ნუ გიხარია!– მათხოვრებსაც ამ გრძნობას ვჩუქნი!... **** რაღაც მინდა... მინდა ვიპოვო შორეული, მოსული ციდან, ერთი სუნთქვიდან ამოსული, სულ ერთი ციდა.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |