.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ხარბად ვისუნთქავ ანკარა ჰაერს ზეფირის მკერდზე მივექანები
11:41
ხარბად ვისუნთქავ ანკარა ჰაერს ზეფირის მკერდზე მივექანები

ხარბად ვისუნთქავ ანკარა ჰაერს ზეფირის მკერდზე მივექანები, 
საით განქარდა ხალასი სრბოლა და ჭაბუკური იდეალები?!.. 
ცხოვრების ჩქერში ჩავეშვი ნისლებრ, 
ვერცხლისფერ ჩქერალს ვეალერსები.... 
ვითარ გვიზიდავს ღრმა,კამკამა ნაკადი წყლისა, 
ცივ სტიქიონში იწმინდება გონების არე, 
უზენაესო რად მაჩუქე ბაჯაღლო ქისა 
დოდონეს ჭალებს ღვთაებრივ სულს შევწირავ მალე... 
გულდაწყვეტილნი რად მიყურებთ წმინდა ადგილნო, 
განა ეს მზერა გაზაფხულის ჩემი არ არის? 
ახალგაზრდული ოცნებების გაბმული რითმა 
მაისის სიო სულის ფრიალს დაკოცნით დაღლის... 
ეს ზეცაც ჩვენი სიყვარულისა, 
მარადისობას დაევანება, 
თან უკვდავ ღიმილს შემომაგებებს, 
სიცოცხლის ნექტარს დაეწაფება... 
გწამდეს!!!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 815 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]