.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » კოცნა ყვავილებზე მეტი
21:17
კოცნა ყვავილებზე მეტი

კოცნა ყვავილებზე მეტი,
თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად.
ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს
და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით
გთხოვთ დამიბრუნოთ,
რამეთუ მე ვარ მისი ავტორი.
ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების
მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში...
სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი 
და დანარჩენი ყველაფერი 
წყალს წაუღია.
...კოცნა ყვავილებზე მეტი 
ან, 
კოცნა ყვავილებზე მეტად.
აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 855 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]