მთავარი »
2012 » ნოემბერი » 18 » იკოლოზ ბარათაშვილი ( სული ობოლი)
19:35 იკოლოზ ბარათაშვილი ( სული ობოლი) |
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას! საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი, ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი! მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული! არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა! ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა! 1839 წ. |
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები |
ნანახია: 927 |
დაამატა: adjara
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]