.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » იანვრის ქარბუქში ავტორი : მ. კოიძე
14:05
იანვრის ქარბუქში ავტორი : მ. კოიძე


იანვრის ქარბუქში, 
თებერვლის ყინვაში,
შეშლილი მარტის დარში,
შენი თვალები სულ მუდამ თან მდევს: ავდარში.. სიზმარშიც, ცხადშიც..

როცა აპრილი შემოაბიჯებს,
მაისი როცა მაწვიმს,
როცა ივნისი თავის თბილ სხივებს
გადმოფენს, მახსოვხარ მაშინც..

ივლისი როცა მოგვესალმება,
როცა აგვისტოც მოვა..
სექტემბრის თვეში უფრო იმატებს 
შენზე ფიქრების თოვა..

ოქტომბერია.. და მენატრები..
ნოემბერს იმედით ველი
უშენოდ დეკემბერიც არ მინდა
გავიდა მთელი წელი.. 


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 770 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]