ოთხშაბათი, 22.01.2025, 13:44
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:41 გომელაური დრო ყველაფრის მკურნალია | |
დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად. როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა. ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის . . . ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის. ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი . . . კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია -ოღონდ ჩემი არა... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |