.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური (ტყუპები)
19:53
გიორგი ზანგური (ტყუპები)
ტანს შენი მხრები მაცვია,
თავს შენი თმები მხურავს,
მაქვს შენი ინტონაცია,
ვარ შენი ხელისგულა;
მჭირს შენნაირი სენი და
ვერ ვეგუები სევდას,
ხარ ჩემი სამოსელი და
ვარ შენი თოვლის გუნდა.
დღეს შენნაირი ნაზი ვარ,
მსურ ყვავილების კრეფა,
ხვალ ყვირილი და ბრაზი ვარ,
ხვალ გაღიმება ქრება.
მაქვს შენი ფერის აურა,
თან ცისარტყელა ერთი;
ორივეს გვიყვარს ხმაური,
გვწამს ერთნაირად ღმერთი.
მე შენნაირი ყელი მაქვს,
შენ _ ჩემნაირი სუნი,
ჩვენ მთვარე გვიყვარს თხელი და
გვაქვს ერთნაირი წუნი;
ცა ლურჯი გვიყვარს უაზროდ,
ზედ მოწითალო ხალი,
ზღვაც გავიყავით შუაზე,
ვით საფირონის თვალი.
თუ გავიცინებ _ შენიდან,
თუ ავტირდები შენგან.
ვინც ვარსკვლავებში შევიდა,
ის მეოცნებედ შედგა.
ვინც ჩამოვარდა იქიდან,
ვინც უსურვილოდ დარჩა,
მან სევდიანად იკითხა:
ჩემი ტყუპი ხომ არ ჩანს?
მას უპასუხეს `არა~ და
მან მოიწყინა ისევ,
მაქვს შენნაირი კარადა,
დღეს ჩახუტებას ვიცმევ.
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 900 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]