ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:22
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:28 ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება | |
ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება, როგორ გშორდები და გხვდები, როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი, როგორ ვცოცხლდები და ვკვდები... როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი, მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ, ვისწრაფვით ყოველთვის, როდესაც შორსა ვართ, გავრბივართ, როცა ვართ ახლოს... აღარ მაქვს სხეული, ო, თქვენ ვერ გაიგებთ, ამ სულის სევდას და ნაღველს, სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს ერთი ხელის მოსმით ვარღვევ. ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება, რომ აღარ მჭირდება სიტყვა, მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის, იმის, რაც არასდროს გითქვამს." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |