.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან
22:12
გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან


გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან
ატკბობენ ერთურთს კოცნით და ალერსით,
ჩავხედავ ჩემს გულს და ფიქრები იელვებს
ფიქრები,რომლებიც შორს მეძახიან,
ფიქრები ჩემი ცხოვრების წლებზე
ფიქრები,რომლებიც ჩემთან არიან.
მე ვერ ვეღირსე იმისგან სითბოს
ვისთვისაც ვიცი,რომ მოვკვდე შემიძლია
და ჩემი გული ფიქრებით სავსე
თანდათან კარგავს სიცოცხლის ხალისს.
ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მე ვარ თოჯინა
რომლითაც თავს ირთობს პატარა გოგო
და ჩემი გული ივსება მაშინ ტკივილითა და მწუხარებითა
და მაშინ ვკითხავ ჩემს თავს უბედურს
რად არის უსამართლო ის გოგო ნეტავ?
მაგრამ,პასუხი არსაით არ ისმის
და ფიქრები ისევ აგრძელებს თავისას
უსამართლობა რად არის ნეტავ 
და მე რად მტანჯავს ასე ძალიან?
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 930 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]