.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » გარეთ გავედი და დავინახე
23:39
გარეთ გავედი და დავინახე
გარეთ გავედი და დავინახე, 
ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს, 
შიგნით შემოვედი და შევამჩნიე, 
შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს 

და გამახსენდა ის სიყვარული 
ვარდისფერ ცაზე ღრუბელს რომ აქრობს, 
აღარ გაგრძელდეს ნეტა ეს წუთი 
და შენი მზერა დამრჩეს სულ ახლოს. 

მაგრამ ვიცი რომ არ შეჩერდება 
ეს მშვენიერი წამი ლამაზი 
მაგრამ მე მაინც გამახსენდება 
ერთობ მშვენიერ დილის დასაწყისს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]