კვირა, 09.02.2025, 02:10
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:05 გალაკტიონ ტაბიძე (ცამეტი წლის ხარ) | |
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე ჭაღარა გულის ზმანება ავი,- ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი! გაივლის კიდევ ცამეტი წელი, მოახლოვდება გზა ოცდაექვსი, მოცელავს მაღალ ბალახებს ცელი, ატირდება დრო და ჩემი ლექსი. ოჰ, როგრო მიდის ახალგაზრდობა - დაუდობელი სურვილი ლომის! და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის | |
|
სულ კომენტარები: 0 | |