კვირა, 09.02.2025, 01:58
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:28 გალაკტიონ ტაბიძე (რაც უფრო შორს ხარ) | |
რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი – როგორც ედემი. და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |