კვირა, 02.02.2025, 14:54
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:11 გალაკტიონ ტაბიძე (მე და ღამე) | |
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, | |
|
სულ კომენტარები: 0 | |