.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
21:19
ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი
სანთელს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს
შეყვარებულზე ფიქრობდა, იგი
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს
იწვოდა სანთელი ნელა
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი,
ყველა ერთ სანთელს უცქერდა
ქურდმა ბიჭმა კიდ აწერა ლექსი:
ჩემო სიცოცხლე,როგორ მიყვარხარ
მე უშენობით არ მყოფნის გონი
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ,
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მგონი!!!
და თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი
და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომიტანა,
რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი?
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა?!
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ანთებულ სანთლებს,
რა არის ქალი ფიქრობდა იგი,
რა შეუცვლიათ ამ ქვეყნად ქალებს?
და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა
მზე დამანახა და ცის ნათელი,
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და მხოლოდ ენთო "ქურდის სანთელი”..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 976 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]