ხუთშაბათი, 21.11.2024, 14:20
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:41 დანტე ღვთაებრივი კომედია სქემა | |
"ღვთაებრივი კომედია” – მიმოხილვა დანტე ალეგიერის "ღვთაებრივი კომედიის” მცირე მიმოხილვა/ანალიზი ღვთაებრივი კომედია (იტალ. Commedia, შემდგომში Divina Commedia) – პოემა,დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ დაახლ. 1308-1321 წლებში. დანტე "ღვთაებრივი კომედიის” ეგზემპლარით ჯოჯოხეთის კარიბჭესთან – სანტა მარია დელ ფიორეს ფრესკა უწოდა რა თავის პოემას "კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. "კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – "მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა "ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. "ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეორე ნაწილისა და შემოქმედების ნაყოფი. ამ ნაწარმოებში თვალნათლივ ჩანს პოეტის მსოფლმხედველობა. აქ დანტე შუა საუკუნეების უდიდეს და უკანასკნელ პოეტად გვევლინება, რომელმაც განავრცო და გააგრძელა ე.წ. ფეოდალური ლიტერატურის განვითარება. სტრუქტურა "ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან/ლექსისაგან შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის.პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას : რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ. სიუჟეტი ადრეული შუასაუკუნეების დასავლური ქვეყნების მითოლოგიათა თანახმად, იმქვეყნიური ცხოვრება შედგებოდა ჯოჯოხეთისაგან, რომელშიც ხვდებოდნენ საუკუნოდ დასჯილი ცოდვილები, განსაწმენდელისაგან – საკუთარი ცოდვების მომნანიებელი ცოდვილების ადგილსამყოფელი, და სამოთხისაგან – კურთხეულთა სავანე. დანტე დიდი სიზუსტითა და იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალისა თუ არქიტექტონიკის დაფიქსირებით აღწერს მის წყობას.შესავალ ლექსში დანტე მოგვითხრობს,თუ როგორ დაიკარგა ცხოვრების შუა გზას მიღწეული პოეტი ხშირ ტყეში და როგორ დაიხსნა იგი პოეტმა ვერგილიუსმა თავსდასხმული მხეცებისაგან. ვერგილიუსმა მას იმქვეყნიურ სამყაროში გასეირნება შესთავაზა. შეიტყო რა დანტემ, რომ ვერგილიუსი მისი სატრფოს, ბეატრიჩეს გამოგზავნილი იყო, დათანხმდა შემოთავაზებას. ჯოჯოხეთის კარიბჭის უკან მოტოვებისას, გაიარეს რა გზააბნეული, გაურკვეველი ადამიანების სულებით "დასახლებული” ადგილი, დანტე და ვირგილიუსი მიადგნენ ჯოჯოხეთის პირველ წრეს, ე.წ. ლიმბს, რომელშიც მჭერმეტყველი ურწმუნოები იმყოფებოდნენ.მათ არ ჰქონდათ შეცნობილი ღვთის არსი, თუმცა ახლოს იყვნენ მასთან, ამიტომაც დაეღწიათ მათ თავი ჯოჯოხეთის ტანჯვებისაგან. ამ წრეში დანტე ხედავს ანტიკური კულტურის უდიდეს წარმომადგენლებს -არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰომეროსს, მათ შორის მაჰმადიან სალაჰ-ად-დინსაც. შემდეგ წრეში იმყოფებიან სულები ადამიანებისა, რომელთაც არასდროს უთქვამთ უარი აღვირახსნილ ვნებებზე.აქ,ველურ და დამანგრეველ ქარიშახლში დანტე ხედავს ფრანჩესკა დ’რიმინის და მის საყვარელ პაოლოს, რომელნიც "აკრძალული სიყვარულის” ვნებას იყვნენ აყოლილნი დედამიწაზე. რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ დანტე და მისი მეგზური ვირგილიუსი, მით უფრო მეტ ტანჯვასა და წამებას ხედავდა პოეტი. იგი თვითმხილველი გახდა: საბოლოოდ დანტე ყველაზე საშინელ დამნაშავეთა, მეცხრე წრეს მიადგა. აქ მოღალატეთა და გამყიდველთა სულები სახლობდნენ (მათ შორის იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინიუსი), რომელთაც თავისი სამი თავით ხრავს ლუციფერი, ღვთისგან განდგომილი ანგელოზი, ბოროტების ხელმწიფე, სამუდამოდ დედამიწის ცენტრში დამწყვდევით დასჯილი. დედამიწის ცენტრისა და მეორე ნახევარსფეროს შემაკავშირებელი დერეფნის გავლის შემდეგ, დანტე და ვერგილიუსი დედამიწაზე ამოდიან. განსაწმენდელს პოეტი აღწერს,როგორც ოკეანეთი გარშემორტყმულ, კონუსისებურად აზიდულ,წრეებისაგან შემდგარ კუნძულს. განსაწმენდელის კარიბჭის მცველი ანგელოზი უშვებს დანტეს კარს მიღმა და ხმლით შუბლზე აწერს შვიდ P -ს (Peccatum – ცოდვა), ანუ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის სიმბოლოს. რაც უფრო მაღლა მიიწევს დანტე, წრიდან წრეზე თითო სიმბოლო ქრება მისი შუბლიდან, და ბოლოს, როდესაც მან მიაღწია გორაკის მწვერვალს, იგი მთლიანად გათავისუფლდა ანგელოზის მიერ ხმლით დაწერილი სიმბოლოებისაგან. განსაწმენდელის წრეებში სახლობდნენ იმ ცოდვილთა სულები, რომლებიც ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებსა და შეცდომებს. ესენი იყვნენ: ამაყნი,რომელნიც იძულებულნი იყვნენ ქედმოხრილნი ევლოთ ზურგზე დადებული უღლის გამო, შურიანები, ბრაზიანები, უდარდელნი, ხარბნი და ა.შ. ვერგილიუსმა დანტე სამოთხის კარამდე მიიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ ვერგილიუსი მოუნათლავი იყო, უფლება არ ჰქონდა გზა გაეგრძელებინა. მას შემდეგ რაც დანტეს გამოეთხოვა ვერგილიუსი, მას ცვლის ბეატრიჩე და მოუწოდებს მას მორჩილებისაკენ, რის შემდეგაც იგი ზეცაში აჰყავს. "ღვთაებრივი კომედიის” ეს ნაწილი დანტეს სამოთხეში მოგზაურობას/ხეტიალს აღწერს. სამოთხე ათი ნაწილისაგან/ზეცისაგან/სფეროსაგან შედგება; პირველი შვიდი პლანეტების შესატყვის სახელებს ატარებენ : მერკურის სფერო, მთვარის სფერო,ვენერის სფერო და ა.შ. მათ უკან არის უძრავი ვარსკვლავების სფერო და კრისტალური სფერო, ხოლო კრისტალური სფეროს შემდგომ კი განლაგებულია ე.წ. ემპირეი – უსასრულო სივრცე, ღვთისგან დალოცვილთა და კურთხეულთაგან დასახლებული – უკანასკნელი, ყველაფრის სიცოცხლის მიმცემი და სულისჩამდგმელი სფერო. ამ მოგზაურობისას დანტემ ნახა იმპერატორი იუსტინიანე, რჯულის მასწავლებელნი, სარწმუნოებისათვის წამებულნი, რომელთა მბრწყინავი სული ჯვარს გამოსახავდა და სულ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა. დანტე ხედავს იესო ქრისტეს, წმინდა მარიამს, ანგელოზებს, და ბოლოს და ბოლოს მის წინაშე იშლება "ღვთაებრივი ვარდი” – კურთხეულთა ადგილსამყოფელი. აქ დანტეს ენიჭება უდიდესი კურთხევა ყოვლისშემძლესთან საუბრისას. ანალიზი ფორმით, პოემა იმქვეყნიურ ხილვას წარმოადგენს, რომელიც ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ლიტერატურაში. ისევე როგორც შუასაუკუნეების პოეტებს, "ღვთაებრივი კომედიაც” ალეგორიულ "ტაქტიკას” ეყრდნობა. ამ ალეგორიებს პოლიტიკური განმარტებაც ენიჭება, კერძოდ: ეს "მხეცები” საფრთხეს უქმნიდნენ იტალიის ნაციონალურ ერთიანობას, რომელზეც დანტე ოცნებობდა – ერთიანობა, რომელსაც სათავეში ფეოდალი მონარქი ედგა.(ზოგიერთი ისტორიკოს-ლიტერატორი დანტეს მთლიან პოემას პოლიტიკურ სარჩულს არგებენ). მხეცებისაგან დანტეს იხსნის ვერგილიუსი -> გონება, რომელიც ბეატრიჩემ (ღვთის კურთხევამ, რწმენამ) გამოუგზავნა. ვერგილიუსი დანტეს ატარებს ჯოჯოხეთს, განსაწმენდელს და სამოთხის კარიბჭესთან ადგილს უთმობს ბეატრიჩეს. ამ ალეგორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ვნებებისაგან იხსნის გონება, ხოლო ღვთაებრივი შემეცნების ფლობა მოუპოვებს მას სამუდამო კურთხევას. "ღვთაებრივი კომედია” ავტორის პოლიტიკური ტენდენციებით არის აღსავსე. დანტე ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, "მოიხსენიოს” მისი როგორც იდეური, ასევე პირადი მტრები.მას სძაგს ფულის გამსესხებლები, კრედიტს განიხილავს შურისძიებად, საკუთარ საუკუნეს განიხილავს,როგორც გამორჩენისა და გაუმაძღრობის საუკუნეს.მისი აზრით, ფული ყოველგვარი ბოროტების საწყისია; ბნელ აწმყოს უპირისპირებს ნათელ წარსულს -> ფლორენციულ ბურჟუაზიას – ფლორენციულ ფეოდალიზმს, როდესაც გაბატონებული იყო შეხედულებათა სისადავე, სიმარტივე, ზომიერება, რაინდული თვითშეგნება… "განსაწმენდელის” ლექსებში აშკარად ჩანს დანტეს უკმაყოფილება ბურჟუაზიისადმი. პაპობასთან, როგორც პრინციპალიტეტთან დანტეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ მის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ბურჟუაზიის განვითარებას იტალიაში, ვერ იტანდა, მეტიც, რადენიმე პაპს დანტე ჯოჯოხეთში ხვდება. მისი რელიგია – კათოლიკობაა, თუმცა მასში ჩანს პირადი ელემენტები, ძველი ორთოდოქსულის ნიშნები, თუმცა მისტიკაც და ფრანცისკანული პანტეისტიკური სიყვარულის რელიგიაც წარმოადგენენ ერთგვარ გადახვევასა და სახესხვაობას კათოლიკური რელიგიისა. მისი ფილოსოფია – ღვთისმოეტყველებაა, მისი მეცნიერება – სკოლასტიკოსობა, მისი პოეზია – ალეგორია. დანტეში იღვიძებს ასკეტური იდეალები და უმძიმეს ცოდვად მოიხსენიებს თვისუფალ სიყვარულს. თავისი "ხედვა” დანტემ რეალურ ფაქტებზე ააგო. იმქვეყნიური სამყაროს კონსტრუქციაში მოხვდა იტალიის სხვადასხვა ნაწილებიც. პოემაში გაფანტულია მრავალი ადამიანთა სხვადასხვა "სახეობა”, ტიპიური ფიგურები, გამოკვეთილი ფსიქოლოგიური სიტუაციები, თანაც იმდენი, რომ ლიტერატურა დღესაც აგრძელებს მისგან ტიპაჟების "გადმოხატვას”. ხალხი, რომელიც იტანჯება ჯოჯოხეთში, ინანიებს განსაწმენდელში და იმყოფება ცათა სასუფეველში, ყველა ეს ცოცხალი ადამიანია, ამ ასობით პერსონაჟებში არ მოიძებნება ორი ერთმანეთის მსგავსი. ისტორიული დეტალების ამ უზარმაზარ გალერეაში არ მოიძებნება ფაქტი, გამომზეურებული და წინასწარ განჭვრეტილი/გაშარჟებული არ ყოფილიყო ავტორის პლასტიკური ინტუიციის მიერ. პოემის განცალკევებული ეპიზოდები, ისეთი როგორც ფრანჩესკო და პაოლო, ფარინატა თავის საფლავში, უგოლინო ბავშვებით, კაპანეი და უილისი არაფრით არ ჰგავს ანტიკურ ნიმუშებს, შავი ქერუბიმი თავისი ცივი ეშმაკური ლოგიკით და თავის ქვაზე მჯდომი სორდელო დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯოჯოხეთის სტრუქტურა შესასვლელთან/კარიბჭესთან იმყოფებოდნენ ადამიანთა სულები, რომელთაც არც ბოროტება და არც სიკეთე ჩაედინათ, ასევე ანგელოზთა ის მოდგმა, რომელიც არც ეშმაკის და არც ღმერთის გვერდით იდგა. 1.წრე – (ლიმბი), მოუნათლავი ბავშვები და კეთილმოღვაწე არაქრისტიანნი; 2.წრე – ავხორცნი (მეძავნი და მრუშნი); 3.წრე – გაუმაძღარნი, მსუნაგნი და ხარბნი; 4.წრე – ძუნწნი და მფლანგველები; 5.წრე – (სტიგის ჭაობი), მრისხანენი და ზარმაცნი; 6.წრე – (ქ. დიტი), ერეტიკოსნი, ცრუმასწავლებელნი; 7.წრე – შედგება 3 სარტყელისგან: 8.წრე – არმინდობილთა მომტყუებელნი (არმინდობილი – ადამიანი, რომელიც არ უკავშირდება სუბიექტს განსაკუთრებული ნდობის ხარისხით). შედგება 10 თხრილისაგან/არხისაგან: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |