ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:04
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:06 დაგხატავ რაა..... | |
ჩემს ცრემლიან თვალებს ხელით ეხები გინდა ,რომ შენს გამო ჩამოვარდნილი ცრემლები მომწმინდო.თითქოს ამით გინდა,რომ დამალო შენი საქციელი. მაგრამ მე მარტო ერთი მახსოვს ის რაც შენ გააკეთე.ბევრჯერ მიტირია შენთვის,თუმცა არაუშავს ეს ცრემლები ხომ იმ სიყვარულის ერთადერთი საჩუქარი იყო რომელიც დამრჩა. ძნელია განცდა იმის რაც მოხდა არ მრჩება არაფერი ტკივილის გარდა მაგრამ ვცდილობ რეალობას დავუბრუნდე და ამით სიძულვილთან სულ უფრო ახლოს მივდივარ....სანამ ძალა მაქვს, სანამ გული ძგერს ,სანამ შანსი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და მეც მიზანი ერთადერთი მაქვს ვიყო ბედმიერი.როცა იმარჯვებ ,მაგრამ ნებდები,როცა წასასვლელი ჯერ კიდევ ბევრი გავს მაგრამ ჩერდები.როდესაც ზიზღისგან უკვე სუნთქვა გეკვრება არ იცი რას გიმზადებს ცხოვრება კიდევ.რთულია იპოვო საჭირო სიტყვები როდესაც თითქმის ყველაფერი ითქვა.... ისევ მეხება შენი ხელები მე კი მათ შეხებაზე სულ სხვა რამეს ვგრძნობ ეს ის სიყვარული აღარ არის ეს ზიზღია რომელიც ცხოვრებაში პირველად შენს გამო ვიგრძენი...იმას რასაც მე გეტყვი დამიჯერე სხვა არავინ არ გეტყვის რატომომ? რისთვის? ნუთუ არავინ იყო ?იცი რა ძნელია როცა გარშემო აღარავინ გრჩება ? და ხვდები რომ ის რაც შეგიძლია ახლა უნდა აჩვენო ახლა დრო დგება მოგების. ახლა გვიანია უკვე სინანული მე შენ მომკალი შენ მე წამართვი მაგრამ მე გავუძელი რადგან მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის... არ მინდა კიდევ ერთი ტრაგედია ვიყო შენი სულის ტაძარზე. გაჩერდი სანამ დრო კიდევ გაქვს შეჩერდი ჯერ კიდევ არაა გვიან .იცი რა ფასობს ადამიანში? არა არ იცი! სიმართლე შენ კი ცხოვრებაში არაფერი არ გითქვამს სიმართლე. შენ შეგიძლია მოკლა ჩემი გული მაგრამ სიცოცხლის ხაზებს ვერ წაშლი ჩემი ხელიდან ... მომეცი ხელი ერთად გავუყვებიტ გზას ამ დაუნდობელ სამყაროში ნუ მიმატოვებ შევცვალოთ რამე არ მინდა ჩემი ცხოვრება ფოთლებივით ქარმა წაიღოს. გამაცოცხლე მომეცი სულ ცოტა ემოცია უბრალოდ მესაუბრე უბრალოდ თვალებში შემომხედე ნუ გრცხვენია შენი საქციელის შემომხედე მინდა დავინახო შენი თვალები. მაგრამ შენ ჩემს ტკივილს ვერც გაიგებ ვერასოდეს რადგან არ გინდა იცოდე რას ვგრძნობ შენ ხომ არასდროს არ გყვარებია ასე გულწრფელად შენ ხომ არ ციცი რას გრძნობენ მაშინ როცა უყვართ და საყვარელი ადამიანი მათ ატყუებთ? დაგხატავ რა გთხოვ შენგან სახსოვრად ესღა დამრჩება.თუმცა შეუძლებელია იმ ფერის პოვნა რითიც შეიძლება შენი თვალები დავხატო,ეს ნახატი შენს თავს გამახსენებს ,თუმცა მას შნეი სუნი არ ექნება და არც შენნაირი სული ექნება ის ჩემი გამოგონილი იქნება ჩემი შექმნილი და ის შენ ვერაფრით გემგვანება განა იმიტომ ,რომ უნიჭო ვარ ან იქნებ ვარ კიდეც არა უბრალოდ შუძლებელია შენი დახატვა ისეთის როგორიც ხარ! მე კი მიყვარხარ ! დაგხატავ რა დამიტოვე სამახსოვროდ ერთი ნახატი შენი სიყვარული თუ არა ის მაინც დანრჩება ოთახში. მე და ჩემი ოცნებები დავრჩით დღეს მარტო და ამ სიყვარულით ორივეს გვენგრევა ცხოვრება. მე დღეს ავდგები მინდა ,რომ ხვალ ძლიერი ვიყო მინდა ხვალ ისეთი ძლიერი ვიყო ,რომ ჩემი სისუსტე და ტკივილი დავმალო.მე დღეს აღარ ვიტირებ დაკარგულს უკან მაინც ვერ დავიბრუნებ....აი კიდევ არ მჯერა იქნებ ეს სიზმარია? ცუდი სიზმარია, რომელსაც დასასრული აღარ აქვს და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ღამე დანებდა თითქოს ოცნება მობეზრდა.მზემ ისევ დამასწრო გაღვიძება ის ჩემთვის არასდროს არ ამოდის მინდოდა შენს ოთახში პირველი მზის სხივი ვყოფილაყავი ,რომელიც ერთ კოცნას ურცხვად მოგპარავდა და ამ კოცნით გაგაღვიძებდა. მე ხვალ დავასწრებ მეზეს გაღვიძებას მოვალ იმ ბედნიერ დღეს როცა მივხვდები ,რომ მართლა დაგკარგე და მოგილოცავ ბედნიერებას შენ ხომ ის იპოვე . მერე რა ,რომ მე დამენგრა ოცნებები ან იქნება გული მტკივა არაუშავს გადავიტან იმიტომ ,რომ ძლიერი ვარ! შენ მხოლოდ ჩემში იარსებებ შენც და ჩემი სიყვარულიც ვერავინ გაიგებს გადაგმალავ რომ ვერ გიპოვოს ვერავინ წამართვას შენი თავი.იქ სადღაც შორს მაგრამ გულთან ახლოს ,იქ სადაც თოვს და არც თოვს ,იქ სადაც წვიმს წვიმის ხმით,სადაც დღე შობს ღამეს,სადაც სულ სხვა ნაირად ღამდება და სიყვარულიც არასდროს კვდება. და მაინც გთხოვ დაგხატავ რა ?არა არ გინდა პასუხი ისედაც ვიცი არაუშავს გულში დაგხატავ. მე შეგქმნი შენ გაგაფერადებ ნათელი ფერებით ჩემი სიყვარულის ფერებით საყვარელი ფერი არ არსებობს ფერები ხომ ერთად ქმნიან საყვარელ ნახატს და მეც შეგქმნი შენ ნუ დამიშლი ამას მაინც ოცნების დაშლა არ შეიძლება,ნუ დამიშლი ფიქრს ,ოცნებებს .მე მაინც დაგხატავ რაა.....კაი ხომ სიყვარულს დავხატავ არაუშავს ის ხომ შენ ხარ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |