.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ბრმები... :) ნაწილი 1 (ეს ყველაფერი მოხდა)
18:38
ბრმები... :) ნაწილი 1 (ეს ყველაფერი მოხდა)


სადღაც შორ,აგურის დიდ სახლში,აგუგუნებულ ბუხართან ორი ადამიანი იჯდა,დიდი ქალბატონი დაახლოებით 50 წლის,საოცრად გამოიყურებოდა თავის გრძელ,თეთრ და მოოქროვილ მდიდრულ კაბაში,ხელში მარაო ეჭირა და ამაოდ ინიავებდა..თვალები მწვანე ქონდა,ღია მწვანე და ტუჩების ირგვლივ ნაოჭები გასჩენოდა,ეტყობა თავს არ იღებავდა რადგან ყოველი თმის ღერი საოცრად ქათქათებდა..სავარძლიდან ის ამაყად დაჰყურებდა ახალგაზრდა ბიჭს,ბიჭი ნოხზე იჯდა,არ ეცვა ესეოდენ მდიდრულად,პირიქით ძალიან უბრალო სამოსი ემოსა,თვალები თავფლისფერი ქონდა და თვალების გუგის გარშემო მწვანე ფერის ზოლი ქონდა,ლამაზი იყო,საოცრად ლამაზი,სახის ნაქვთები საოცრად ლამაზი ქონდა,კოპწია ცხვირი, სწორი წარბები და მოდიდო ტუჩები.. 



-შვილო,სად არის მამაშენი? იკითხა ქალბატონმა ბოხი ხმით.. 
-დედა,არ ვიცი,მემგონი პრობლემები აქვს ცენტრში და იქაა... 
-შვილო,ძალიან დავბერდი,რას აპირებ?? ბიჭს ამ კითხვაზე კარგად გულიანად ჩაეცინა.. 
-რას ნიშნავს?ვერ მივხვდი.. 
-რას შვილო და კარგი ცოლი შეგირჩიე,კარგ ოჯახში გაზრდილი,მშობლები გავლენიანი,თვითონ ლამაზი და,,,, გაჩერდი,გაბრაზდა ბიჭი.. "მე არ მჭირდება თქვენი გარიგებული საცოლე! ბიჭი ადგა და ოთახიდან გავიდა... დედას არც კი უთქვამს "დაბრუნდი... ის ისევ იქ იჯდა და მარაოს ინიავებდა,,, 

იმავე საღამოს.. 

-თამარ,სად არის ალე? (ალექსანდრე) 
-არ ვიცი,უზრდელი ბიჭია,შენ ჭამე,არ იდარდო,შენი შვილი რომ იღუპება არც იმაზე იდარდო.. 
-რა ხდება ქალო!წამოიყვირა კაცმა...
-რა ხდება?? რა ხდება და შენმა შილმა გოგო დამიწუნა!! 
ქმარს კარგი გულიანად გაეცინა.. 
-ქალო,მე20ე საუკუნეა,მე არ ვაპირებ შვილს ვიღაცეები ვურიგო,თვითონ მოიყვანს ცოლს და ხმა გაკმინდე! 
-მოგიყვანს ვიღაც მდაბიოს და გავაგდებ სახლიდან,ქალი არ ვიყო მე!თამარი წამოხტა და ოთახიდან გავიდა...
ქმარიც მალევე მიყვა მას,საწოლზე მხოლოდ მისი ბალიში აღმოაჩინა,ცოლი თავისი ბალიშითურთ მეორე ოთახში წასულიყო.. 


-ალ,რაზე ფირობ? იკითხა მინდორზე მჯდომმა ლუკამ.. 
-არ ვიცი,დავიღალე ყველაფრით,სულ ერთი და იგივე.. 
-არ გინდა სადმე წავიდეთ?? 
-მაგალითად? 
-რავიცი,წამოდი აფხაზეთში,მთაც არის და ზღვაც.. 
-წავიდეთ?როდის.. 
-ხვალვე წავიდეთ,პრობლემა არაა.. 
აფხაზეთის ზღვა ნაზად ათამაშებდა ტალღებს,მთიდან სუფთა სიო მოფრინავდა და ზღვის სუნს ერწყმოდა...ეს ყველაფერი კი სანაპიროს ათრთოლებდა და ხალხს რაღაც საოცარ გრძნობას აძლევდა..რაღაცა საოცარი იყო ამ ზღვაში რაც არავის არ ქონდა,არც ერთ ზღვას და არც ერთ ადგილს,ის სულ სხვა იყო,უსასრულო,საოცრად ღრმა..თითქოს ზეცა გადაშლოდა ზემოდან და ეს ზღვა მისი გული იყო,ადამიანი კი მის შუაგულში არსებობდა და ამ ყველაფერს უმზერდა... ყოველთვის მოგინდებოდა იქ წასვლა,იქ დაჯდომა და სამუდამოდ ამ ყველაფრის ყურება,თუმცა სამუდამო არაფერია,არაფერია ამ სამყაროში.. 

-ცოტა მოგეშვა? იკითხა სანაპიროზე მჯდომმა ლუკამ.. 
-კი,მომეშვა,საოცრად მომეშვა.. 

"სიმინდიიი ცცელი სიმინტიი,სიმინტიიი,,,გაჰკიოდა აფხაზი ქალი მორუსო აქცენტით... 
-დეიდა აქეთ მოდი! 
-ჩივო ხოჩეშ!! 
-სიმინდი მომეცი... ქალს ყველაფერი ესმოდა,ქართული ესმოდა თუმცა ცოცხალი თავით ქართულად არ პასუხობდა.. 
-აძინ მანეტი! 
-რა ამბავია დეიდა! გაიკვირვა ლუკამ.. 
-დლია ვას ტაკ! 
-კარგი მოგვეცი ორი,ჩაეცინა ალეს და მოხუცს 2 მანეთი გაუწოდა..აფხაზმა ქალმა ფული გამოგლიჯა და ლიფში ჩაიტენა..მერე ორი ფსკერზე მყოფი პატარა სიმინდი ამოიღო და ბიჭებს თითქმის მიუგდო..მერე წაძუნძულდა.. 
-უბედურები...ჩაიცინა ლუკამ.. 
-საცოდავია,ამას რა უნდა ელაპარაკო... 
-ალე,წამოდი ერთი კარგი ადგილი ვიცი.. 
-მეზარება,შენ წადი და მოვალ...
ლუკა იქვე მყოფ სახლთან მივიდა,სახლში ერთი აფხაზი გოგო ცხოვრობდა,ის რატომღაც ქართულად საუბრობდა რაზეც აფხაზები მუდამ წყევლიდნენ და მოღალატეს უწოდებდნენ.. 
-დიანა!!დიიანააა!დიანა! გაყვიროდა ლუკა,,, 
-რა იყო ხო,მოვდივარ,მოვდივარ,ჟდიწე ნუ... 
სახლიდან საოცრად ლამაზი გოგონა გამოვიდა,ეს დიანა იყო,საოცრად თხელი გახლდათ ის,ლამაზი,შავი თვალებით და ყავისფერი თმით,აბრეშუმის გრძელი წამწამები ნაზად ჩამოშლოდა თვალებზე და კეკლუცად იღიმოდა.. 
-ლუკააჩ ოჰ მოი ლუკაჩ! ქალი ლუკას მოეხვია.. "კაკ დავნო,რამდენი ხანია ბიჭო არ მინახიხარ,ნუ სად დაიკარგე ლუკაჩ! დაგავიწყდი არა?
-"დიანა ჩემო ლამაზო მეგობარო,შენი დავიწყება შეუძლებელია,დიან ერთი თხოვნით მოვედი.. 
-ნუ შტო? 
-მეგობარი მოვიყვანე,მოგაბარო?გყავდეს ერთი ორი დღე შენთან.... დიანა მარტო ცხოვრობდა,დედა რუსეთში ყავდა გათხოვილი,მამა თბილისში მუშაობდა და ფულს ყოველთვიურად აგზავნიდა.. 
-ნუ კანიეშნა! დლია წიბა ლუკაჩ! ნუ რა ქვია? 
-ალეს ვეძახი,ისე ალექსანდრე,რა ჯანდაბამ დაარქმევინა ამხელა სახელი,ლუკას გაეცინა.. 
-და სადაა?გაუკვირდა დიანას.. 
-სანაპიროზეა,არ წამომყვა.. 
-რატომ? 
-არ ვიცი არ მინდაო,მოკლედ აქ წამოვიყვან და გყავდეს..დღეში ერთხელ გამოგივლით .. 

გაგრძელება იქნება..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1115 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]