ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:05
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:23 ბრმები.:) ნაწილი6 | |
დიანამ გაიღვიძა,უცხო სამყაროში სადაც არც ზეცა მოჩანდა და არც ზღვა,თითქოს ყველაფერი გამქრალიყო,თავზე მხოლოდ ალე ადგა და გაფაციცებული დაჰყურებდა მძინარე მზეთუნახავს.."გაიღვიძე?გელოდი.... გოგონამ თვალები ხელებით გაიწმინდა და ბიჭს გაუღიმა.. -დღეს დედ-მამას გაგაცნობ..... გოგონას თვალები გაუფართოვდა და ტირილი მოუნდა... -ალე,რომ არ მიმიღონ? ბიჭს გაეცინა და ლოყაზე ხელლი მოუსვა.. -როგორ შეიძლება შენ ვინმემ არ მიგიღოს,შენ ხომ ანგელოზი ხარ,ჩემი თეთრი ანგელოზი.. -შენ ფიქრობ ესე!მე უბრალო , ერთი პატარა არსება ვარ,რომელსაც არც უნდა შეეხო! ბიჭმა გოგონა დააწყნარა და ახალი საღამოს კაბა აჩუქა,დიანა სიხარულის მეცხრე ცაზე იყო,კაბა სასწრაფოდ ჩაიცვა და ბიჭის მშობლებთან გაემართნენ... ლუკა მშობლებთან იჯდა,რაღაცას უყვებოდა ძმაკაცის დედას...სუფრა გაშლილი იყო,ირგვლივ ყველანაირი საჭმელი ირეოდა,ყველანაირი...სუფრის თავზე ალეს მამა იჯდა და შვილს ელოდა.. ოთახში ალე შემოვიდა,უკან თეთრ,თხელ კაბაში გამოწყობილი ანგელოზივით გოგო მოყვა,ყავისფერი ფუშფუშა თმებით და საოცარი ბავშური მზერით... ალეს დედა გოგონას გაოგნებული უყურებდა,თითქოს მის თვალებს გოგონას სილამაზე ვერ აღექვათ... დიანა ყველასთან მივიდა და თბილად მიესალმა...ყველა მაგიდას მიუჯდა,მაგიდას თეთრი გადასხაფარებელი ქონდა და ვერცხლის დანა-ჩანგალი ამშვენებდა... თამადად ალეს მამა იყო....სუფრასთან ლაილაი გაიმართა,როგორც ყოველთვის უაზრო საუბარი... ალეს დედას უმშვენიერესი შავი კაბა ემოსა და შავ მარაოს ინიავებდა... -ბიჭებო,დაგვტოვეთ! ბრძანება გასცა ქალბატონმა,დიანას მაგრად ეჭირა ალეს ხელი,მაგრამ მაინც გაუშვა... ბიჭები გავიდნენ,დარჩნენ პირისპირ დიანა და დიდებული ქალბატონი...ქალბატონი მარაოს ინიავებდა და იღიმოდა,დიანას ზემოდან დაჰყურებდა..."აბა შვილო,მომიყევი შენზე,სად სწავლობდი,სად გაიზარდე... -მე ბიჭვინთაში გავიზარდე ქალბატონო,სკოლა არ დამიმთავრებია,ოჯახს ფული არ ქონდა...დედა რუსეთშია,მამა არ ვიცი,აქ მუშაობს...გოგონამ თავი დახარა და დამშვიდებას ელოდა..დამშვიდებას დიდებული ქალბატონისგან...თუმცა..ამაოდ.. ქალბატონი იჯდა,უგრძნობი ზიზღით ავსილი თვალებით მდაბიო გოგოს და უცნაურად უყურებდა,უყურებდა როგორც ჭუჭყს რომელიც უნდა გაეთელა,გაეთელა რადგან გზაზე გადაეღობა.. -მერე,რას ელოდი ამ ცხოვრებისგან შვილო,კარგ ცხოვრებას? ქალბატონს ჩაეცინა.. -არა დეიდა,არ ველოდი ბედნიერებას,უბრალოდ არ მეგონა თუ ესე ვიცხოვრებდი,,, ' ქალბატონს უფრო აევსო ზიზღით თვალები.. -გაუნათლებელო მდაბიო,შენ გგონია რომ ყველაფერი გექნება?არავინ ხარ,იცოდე,არავინ!არც არაფერს ეღირსები ჩვენგან!არარაობავ!გაეთრიე აქედან!ეგერ კარები და გაქრიი,დაივიწყე ჩემი შვილი,ბინძურო არსებავ! გოგონა ატირდა,ატირდა ოთახიდან გავარდა,არც მოუხედავს უკან,არც მოუხედავს,გარბოდა წინ..."არარაობავ...ჩაესმოდა ყურში... ოთახში ყვირილის ხმაზე ალე და მამამისი შევარდნენ.,დიანა იქ არ იყო,მხოლოდ ალეს დედა იჯდა სავარძელზე შავი მარაოთი და იმეორებდა "ის მდაბიო არასდროს იქნება შენთან.... ალე გამწარდა,ზიზღის ნაპერწკალმა გაუელვა თვალებში,მუხლებზე დაემხო და დაიყვირა:"დედა,რატომ! -იმიტომ რომ ის მდაბიოა და ვერც მე მომივლის და ვერც შენნ... ჩაეცინა დედას... ალე ადგა,დედას თვალებში ჩახედა და უთხრა:მძულხარ დედა! მძულხარ! მძულხარ რადგან არასდროს ფიქრობ სხვაზე! მეზიზღები დედა,შენ არასდროს გიფიქრია ჩემზე... -შვილო,მე ხომ დედაშენი ვარ...წაილუღლუღა დედამ.. -დედობა მარტო გაჩენას არ ნიშნავს... ალე ადგა ,ადგა და წავიდა,სულ არ ანაღვლებდა დედამისის ფიქრები,თუ რას გრძნობდა ის ამ წამს,არ ანაღვლებდა რადგან ის არ ფიქრობდა არასდროს შვილზე..ალე გაიქცა,გარეთ გაიქცა თუმცა დიანა არსად იყო,არსად , მისთვის ამოუცნობ და უცხო თბილისში.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |