ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:25
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:01 აუზიარებელი სიყვარული - | |
აუზიარებელი სიყვარული - ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს ამ წამების გადატანა. ასეთ დროს ადამიანი რჩება მარტო, ერთი-ერთზე თავის განსაცდელთან ერთად, რადგან სამყარო მის გარშემო კარგავს თავის ფერებს. მისი ფიქრები და გრძნობები მიმართულია მხოლოდ მისი სიყვარულის ობიექტისკენ. მეგობრების მცდელობა კი დააწყნარონ და გაართონ ის უიმედო და უშედეგოა. თითეული, რომ არ გაიტანჯოს და არ ”მოკვდეს” ამ გულის მტანჯველი გრძნობისგან, იძულებულია დამოუკიდებლად მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და იპოვოს გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა თუ როგორ არ უნდა უჭირდეს სიყვარულთან განშორება. გამოცდილება - სხვების, არ შეესაბამება სხვა ინდივიდუალური ადამიანის შემთხვევას და ამიტომ თითოეული ადამიანს უწევს მოძებნოს მისთვის მისაღები საყრდენი, რომელიც დაეხმარება გადაიტანოს ცალმხრივი სიყვარული ურთიერთობის ხელოვნური შენარჩუნება თუ ერთ ადამიანში სიყვარული ჩაქრა, ხოლო მეორე ჯერ სიყვარულის ტყვეობაშია, მაშინ ურთიერთობა გრძელდება მხოლოდ ინერციით. ადამიანი, რომელიც უყვართ, უბრალო შეცოდების გამო არ ტოვებს მეორეს და მხოლოდ ელოდება მომენტს, რომ თავად მასში შეყვარებული ადამიანისგან წამოვიდეს განშორების ინიციატივა. რა შეიძლება მოიფიქრო იმაზე დამამცირებელი სიყვარულისთვის, ვიდრე შეცოდებააი თუმცაღა რიგ შემთხვევებში, ასეთი შეცოდება კიდევ უფრო ამაღლებს საყვარელ ადამიანს, მასში შეყვარებული ადამიანის თვალში: ”ის ისეთი კეთილშობილია!”... ხან გვეჩვენება, რომ ურთიერთობების გაციება დროებითია, საჭიროა მცირე დრო ამის გადასალახავად და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. შეყვარებული ადამიანი მოძებნის ათას გამართლებას და ამ გამართლებებით ცდილობს აირიდოს აზრი, რომ ის აღარ უყვართ. მისთვის ძალიან ძნელია თავი ხელში აიყვანოს და უბრალოდ წავიდეს. ტყვილა არაა ნათქვანი: ”სიყვარული, როგორც წინააღმდეგობრივი სული, უპირატესობას ანიჭებს იცუროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.” ხშირად ასეთი საქციელს არ მოყვება კარგი, არაფერი. თუ არღარ არსებობს ურთიერთსიყავარულის იმედი, უმჯობეშია ურთიერთობა თავად დაამთავრო მაშინაც კი როცა გეჩვენება, რომ უბედურების გადატანა უფრო გაგიადვილდება იმ შემთხვევაში როცა, ადამიანი რომელიც გიყვარს შენს გვერდით იქნება. არ მოგეშვებათ - ხედავდეთ ყოველდღიურად თუ როგორ კარგავთ მას, როგორ ცივდება ის თქვენს მიმართ, ეს იგივეა რომ ცოცხლად გჩეხავდნენ. თუმცა როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რიგ შემთხვევაში უმჯობესია განშორება არ იჩქაროთ, სიყვარული ხომ, როგორც ყველაფერი დედამიწაზე ვითარდება ცირკულარულად. წყვილში, ორივე ადამიანს აქვს ეტაპი ერთმანეთისკენ სწრაფვის და ერთმანეთის სურვილის ან პირიქით, ხდება ისეც, რომ ეს გრძნობები ჩანაცვლდება გულგრილობით. პრობლემა იმაშია, რომ ეს ციკლი ძირითადად არ ემთხვევა ერთმანეთს. როგორც წესი, ურთიერთობების დასაწყისში წყვილი იმყოფება შეყავრებულობის პიკზე, შემდეგ იწყება წინააღმდეგობები და რომ გადალახო, უნდა მოძებნო ძალა, რათა არ გადახვიდე დისტანციიდან. მეგობრობა სავსებით გასაგებია ადამიანის სწრაფვა, რომ შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა მასთან ვინც უყვარს. ის ცდილობს იპოვოს საყრდენი ამაში მაინც და ქონდეს მცირე შანსი იმისა, რომ ისიამოვნოს თითეული წამით საყვარელ ადამიანთან ყოფნისა და მასთან საუბრის დროს, მისი ხმის მოსმენის დროს. მაგრამ მეგობრობა ძველ სიყავრულთან კიდევ უფრო მტკივნეულია, ვიდრე ძალით ცდილობდე მის დაკავებას. უყურო იმას და მოეკიდო მეგობრულად თუ როგორ იწყებს ის ახალ ურთიერთობებს სხვებთან და აბავს ახალ რომანს სხვასთან, შეუძლიათ მხოლოდ მაზოხისტებს. ამ ურთიერთობებში ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომელსაც ეყვარება ”მეგობარი” და ყოველთვის ექნება იმედი, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი განწირული და კიდევ შეიძლება მათი სიყავრულის აღდგენა, რადგან ის ვერსად ვერ გაექცევა იმას, რომ ”სიყავრულის ჩამქრალი ცეცხლი, ცოცხლობს იმედით..” მაგრამ სიყვარულის ნამსხვრევებზე მეგობრობას ვერ ააგებთ. შეგუება ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ცალმხრივ სიყვარულს მოპეკიდოს ფილოსოფიურად ან როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მომხმარებლურად. ლოგიკა აქ უბრალოა, ადამიანის ცხოვრება სედგება რიგი მოვლენებისგან, რომლებიც ერთიანი ჯაჭვით არიან შეკავშირებულები და ჯამში შეადგენენ ადამიანის პირად ბიოგრაფიას. ყველა ამ მოვლენას აქვს თავისი გამოსავალი და გამომდინარეობს იქიდან თუ როგორ ხერხს აირჩევ (ან შემოგთავაზებს ბედი). გამომდინარეობს იქიდანაც თუ როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები. აქ ერწყმის ერთმანეთს ორი მოვლენა: ”ის რაც მე არ მკლავს, მაძლიერებს” და ”რაც ხდება, ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის.” უმრავლესობისთვის მოქმედების სფერო მოქმედების კანონი არის - საღი აზრი და არა გრძნობები. ადამიანს ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ თავს ვერ უხერხებს ვერაფერს. როგორ უნდა აიძულოს თავი ირწმუნოს, რომ საყვარელთან დაშორება შეიძლება იყოს უმჯობესი?? თუმცა ცხოვრობდე მუდმივ ეჭვში, აუტანელია. ეტაპობრივად ტკივილი ყუჩდება, რადგან დრო ყველაფრის მკურნალია და ადამიანი ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ცალმხრივი სიყვარული, დროთა მანძილზე ხდება ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი და შეიძლება ითქვას რომ ის გაიზარდა. ცალმხრივი სიყვარულის უარყოფა ერთი ჩემი ნაცნობი მამაკაცი მიმტკიცებდა, რომ ცალმხრივი სიყავარული არ არსებობს. ამასთან ის არ იყო უხეში და უგრძნობი ადამიანი, პირიქით, იყო ემოციური და რომანტიკოსი. მაგრამ მისი თქმით სიყვარული ჩნდება მაშინ, როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი და ზუსტად ეს ორმხრივი გამოვლენა გრძნობების, არისო სიყვარული. თუ დავფიქრდებით მისი პოზიცია ლოგიკურია, მისი თქმით ვერ შეძლებთ ტაშის დაკვრას ერთი ხელით. ნუ იფიქრებთ, რომ ყველა ვინც კი მას მოსწონდა იგივე გრძნობით პასუხობდნენ ისინიც. თუმცა მან შეძლო თავის ხელში აყავანა და არ ჩავარდნილა სასოწარკვეთილებაში, თავისი პრინციპების და შეხედულებების გამო. ამ მეთოდით პრობლემებისგან თავის არიდება გვაგონებს ბავშვურ თამაშს, დახუჭობანას. როცა ბავშვი თვალებს ხუჭავს და ხელებს იფარებს დარწმუნებულია, რომ რადგან ის ვეღარ ხედავს ვერავის მასაც ვერ ხედავენ. თუმცა უმაჭლესი პილოტაჟია, ხელოვნური მიზეზების გამოგონებით კი არ დაირწმუნო თავი, არამედ გადალახეთ ეს პერიოდი სიცარიელის შეგრძნებით. სიცარიელე - ეს გრძნობაა, ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი, ნუ შეეცდებით მის შევსებას რაც მოქხვდებათ იმით... მას უნდა მოეკიდოთ პატივისცემით და მხოლოდ მაშინ თქვენ შეძლებთ არა მარტო ღირსეულად გამოხვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან, არამედ ერთი საფეხურით ამაღლდებით პიროვნულ თვითგანვითარებაში. ადამიანი სიძნელეების გადატანის შემდეგ ძლიერდება. ყველაფერი რაც გვემართება, თითოეული წვრილმანი ტოვებს ნაკვალევს სულში და რაც უფრო ღრმაა ნაკვალევი, მით უფრო ძლიერია ხასიათის ცვლილება ჩვენში. ასე რომ საყვარელ ადამიანთან განშორება უმნიშვნელოვანესი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში... თუ კი წავიდა გაუშვით... ”იგი წავა და სხვა მოვა”... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |