ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:49
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:16 აპოკრიფები. | |
აპოკრიფები. სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს, ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს, უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს, მაცხოვარისვე ხორცი შიოდე მოდის დრო როცა აპოკრიფები გადმოლახავენ ტაბუს სამანებს და მოირგებენ წმინდათ შენახულ საბედნიერო კაბა-მაქმანებს. მათი გვარიდან წარმოჩინდება ზეციურ სარძლოს ხელის მომკიდე. ო,რა დრო მოდის ჯერ არ ნახული, აწმყო-წარსულის თავით დამკიდე. რაღაც წამებში ჩვენ შევიცვლებით ხორცი გახდება სულის სამოსი, წარუვალობით გაიჟღინთება წარმავალობის ტანისამოსი. და ყველაფერი რაც გვაკავშირებს შენივთთება და გადიადდება და სიყვარულის საგალობელით უკიდეგანოდ ახმიანდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |