მთავარი »
2012 » ნოემბერი » 18 » ახლა ის დროა,როცა სულ ყველა
20:13 ახლა ის დროა,როცა სულ ყველა |
ახლა ის დროა,როცა სულ ყველა უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს ახლა ის დროა,როცა ზარები აღარ რეკავენ,უცდიან დილას. მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან, გათენებულზე ალბათ ბავშვები გადათელავენ თოვლიან მიწას… თუმცა ბუნება არ არის ერთი, ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით… ის ზის სარკმელთან და უცქერს თოვას, უცქერს და ფიქრებს ატანს ამ ფიფქებს, სენტიმენტები გულთან რომ მოდის უჩვეულოა მისთვის ხომ მუდამ… მაგრამ რა ჰქნას მან?რა ჰქნას თუ უნდა სატრფოს მკლავებში მოქცევა წამით? თუ უნდა ფიფქთან გაქცევა მალვით თუ უნდა კოცნა ამ სუსხიან ღამით?! მაგრამ სარკმელი ჩაკეტილია ფიფქი კი დნება თანდათან დაბლა, მას კი ერევა ფიქრები თავში პატარა გოგო ზის მარტო სახლში… |
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |
ნანახია: 861 |
დაამატა: adjara
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]