.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » 2 ბილეთი ნიცაში
13:15
2 ბილეთი ნიცაში

იმ დილითაც დამაგვიანდა. 
მაღვიძარამ რომ დარეკა, ზუსტად 10 წუთი აკლდა 9 საათს. 
კივილით წამოვხტი ლოგინიდან. 

" დამაგვიანდა... " 
აბაზანაში ისეთი სისწრაფით შევქანდი და გამოვქანდი, მე თვითონ თავბრუ დამეხვა. თმა რა თქმა უნდა, არც კი გამიშრია, ისე შევიკარი, ჩავიცვი, 
ერთი-ორი და... 
გამოვვარდი. 

ქუჩაში ჩემი მეეზოვე ბაჯი შემხვდა. 
გამარჯობის მერე, წამიკითხა 10 წუთიანი ლექცია, რომ აუცილებლად მენინგიტი დამემართება თუ არ გადავეჩვიე სველი თმით სიარულს. მე გავუღიმე და დავემშვიდობე – : "სანამ მენინგიტი დამემართება, სამსახურიდან გამაგდებენ თუ დროზე არ მივედი, ეხლა არ მცალია, და ეგ თემა რომ დავბრუნდები , მერე განვავრცოთ-თქო." – ვუთხარი. 

ტაქსი გაწყდა. 
გადავირიე. 
ძლივს გავაჩერე და ჩავჯექი. 
სამსახურამდე ვისმენდი ,,მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიმღერა " მოკლე კაბას. " ეს "ღვთის რისხვა" მელოდია 28-ე ჯერ რომ დაიწყო ძალიან ვთხოვე მძღოლს, 
"თუ შეიძლება , მაგნიტოფონი გამორთეთ-თქო." 
საგიჟეთში ვარ დილიდან. 

სამსახურში 5 საათი ვიმუშავე, 3 საათი ტელეფონზე ვიჭორავე და ერთი საათი 
ვსვი ჩემი უსაყვარლესი რძიანი ყავა. 

6 საათზე ანკამ დამირეკა. 
- ეხლა არ თქვა რომ არ იცი. 
- რა? – გავიკვირვე მე. 
- მართლა არ იცი? 
- რა არ ვიცი? 
- აუუუ, პროსტა როგორ არ იცი. – გიჟივით გაიცინა ანკამ. 
- ანკააა, რა იყო , მთვრალი ხარ? 
- მთვრალი შენ ხარ. ის ბიჭი ჩამოვიდა, შარშან ლადუკას და ნინის ქორწილი რომ გადაუხადა, ლადუკას მეგობარი, ვიღაც. მილიონერი. 
- მერე? – ვუპასუხე მშვიდად. 
- რა მერე, ფეხებზე მკიდია, უნდა გაგაცნო. 
- ანკა , კაი რააა, არ შემიძლია უკვე შენი ატანა. 
- არა, რა, ... უმადური ხარ, აბა რა ხარ. 
- რატომ ვარ უმადური, რა გინდა? 
- სად ხარ ეხლა? 
- გამოვდივარ.. 
- ძალიან კარგი, პირდაპირ ჩემთან ამოდი. 
- აუ, ბასეინზე მივდივარ – არ დავფიქრდი, ისე მოვატყუე მე. 
- ბასეინზე ხვალ წადი, სულ მარტო ვართ მე და ნუცა. დათო 3 დღით ბათუმში წავიდა სამსახურიდან, მიდი რა. 
ისეთი ხმით მთხოვე, უარი ვეღარ გითხარი, უფრო ნუცას ხათრით, თორემ, შენ 23 წელია გიყურებ და უკვე ვეღარ გიტან. თან ზუსტად ვიცი, რა დღეშიც უნდა ჩამაგდო. ასე იცი ყველაფერზე, საკმარისია, რამე აიჩემო . 

კარი ისეთ ფორმაში გამიღე, რომ გამეცინა. 
ნუცას ფაფა გესვა სახეზე, ფეხებზე, თმებზე. 
- რას ვგავარ არა? – მკითხე და გაგეცინა. 
- ძალიან მომწონხარ , ფაფა განსაკუთრებულ ხაზს უსმევს შენს გარეგნობას. 
- ეკაიფე, იცი ვიის? 

ორივეს გაგვეცინა. 

ნუცას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, სიხარულით კინაღამ ფაფა თეფშიანად გადასანსლა. 
- ადრე ვერ მოხვედი? – მკითხა გადაღლილმა ანკამ – 2საათია ყირაზე ვდგავარ, 
ორი ლუკმა რომ შეჭამოს. 
- ბავშვთან ურთიერთობა უნდა იცოდე.. ! – ვთქვი ამაყად. 
- შენ ხომ ძიძად ხარ დაბადებული, რა ! – გამეხუმრე შენ. 
ნუცა ლოგინში ჩავსვით , სათამაშოები ჩავუყარეთ და მაგიდას მივუჯექით. 

- მომისმინე.. – დაიწყე შენ – მართლა ძალიან კარგი ბიჭია. ლადუკასთან მეგობრობს დიდი ხანია. ქორწილიც თვითონ გადაუხადა და პარიზშიც მან გაუშვა. მოკლედ რა, როგორ არ გახსოვს, სიმპათიურია, შავგვრემანი, კარგად ჩაცმული, ქორწილში გვიან რომ მოვიდა. მუქი ლურჟი პიჯაკი ეცვა, "დაზაგრული".... 

- არ მახსოვს. 
- იმას ახსოვხარ და ძალიან უნდა შენი გაცნობა. 
- ვიღაც სირი იქნება , ხომ ვიცი. - გითხარი სიცილით – ქორწილის დისკი ნახა და მოვეწონე , უეჭველი. 
- ქორწილიდან ახსოვხარ, დეგენერატო, რა დისკი , რის დისკი? ძალიან მაგარი ბიჭია, საზღვარგარეთ ცხოვრებს დიდი ხანია. არ დაგღალა ქართულმა გოიმობამ და მარიაჟობამ ? 
- რა ჰქვია? – გკითხე გულგრილად. 
- ძიმკა . 
- " ძიმკა " რა სახელია?!.. – ცხვირი ავიბზუე მე. 
- რა გინდაააა? – აღშფოთდი შენ. 
- რა გვარია? 
- ძიმკა "გრუზინსკის" ეძახიან. გვარი არ ვიცი. 
- ხო გითხარი, ვიღაც სირი იქნება-თქო - ისევ გამეცინა მე – მე იქ სიმპათიური არავინ არ მახსოვს. 
- რა გემახსოვრება, გუგა ვერ მოიშორე მთელი საღამო. – დამცინე შენ. 

მთვრალი გუგას გახსენებაზე, გამაჟრიალა. 
- აბააა, რა დღე იყო.– გამეღიმა მეც. - მაგიდის ქვეშ ვემალებოდი ბოლოს. გადამრია. წელში გადამამტვრია იმდენი მაცეკვა.

ისეთი ისტერული სიცილი აგვიტყდა ორივეს, ნუცას შეეშინდა და ტირილი დაიწყო. 

- მოკლედ არ წამოხვალ, ხომ ? 
- სად? – გკითხე გაკვირვებულმა და ყავის ჭიქა დავაყირავე. 
- ნინისთან. 
- არა – ვთქვი ამაყად, - ძალიან მეზარება, ამ გაცნობებს ვერ ვიტან, ცოტა მეგოიმება. ეგრე, შენ ზუკას მეგობარსაც ასე აქებდი და მერე აღმოჩნდა, რომ ისე აპათოლოგებდა, საკუთარ დედას ესროდა იარაღს. 
- კაი რა, დაუჯერე ნინის – გეწყინა შენ. 
- ეგრეა ხო. – არ ვწყნარდებოდი მე – ესეც ვიღაც მანიაკი აღმოჩნდება და მერე ყელგამოჭრილს მიპოვნით სადმე, კანაოში. 

ანკას სახე მოეღრიცა ამ სურათის წარმოდგენით. 

- არ გგონია, რომ ფანტასტიკების ყურებას თავი უნდა დაანებო? სულ გადაირიე, ხომ ხედავ – მითხრა შეშფოთებულმა. 
- მორჩა, წავედი, აღარ მცალია. 
- გეუბნები, წავიდეთ და თუ არ მოგეწონება, ცხოვრებაში აღარავიზე აღარ შეგჭამ. 
- შენთავს ვფიცავარ , ძალიან მეზარება , მართლა, მოიკითხე ჩემგან ეგ "ალ კაპონე" და სხვა დროს გნახავს, ეხლა არ სცალია-თქო – გადაეცი. 
- საშინელი გოგო ხარ, ძალიან კარგი თუ არ მოდიხარ, მაინც არ მოეწონები ეგეთი აუტანელი ხასიათის პატრონი. მარტო ერთი მათრახი შენს ჭკუაზე მოყვანას უნდა. 
- კაი, მეც მიყვარხარ, - გაგიღიმე , ნუცა ჩავკოცნე და კარი გავიკეტე. 

ქუჩაში ისეთი სითბო იყო, ცოტა ბოდიალი მომინდა. 

ახლა ყველაზე ძალიან მინდა, რომ მეცვას რამე ჭრელი სარაფანი, მეკეთოს დიდი შავი სათვალეები, მეხუროს მწვანე ლამაზი ქუდი , ვიყო აეროპორტში , მქონდეს ორი დიდი ჩემოდანი 3 - 4 მილიონით, და ერთი გზის ბილეთს 
ვყიდულობდე ნიცამდე , ბოდიალი შენ მერე უნდა ნახო. ოღონდ, მინდა სულ მარტო წავიდე, აი, ესე, უპატრონოდ. პრინციპში, რაღა პატრონი მინდა 3 – 4 მილიონის პატრონს : ) 
აუუუუ, მართლა ძალიან მინდა : )))))) მარტო წასვლას სხვა მუღამი აქვს. 

წარმოვიდგინე, მარტო რას ჩავატარებ ნიცაში და სულელივით გამეცინა. 

სამსახურიდან მივლინებით ბათუმში მიშვებენ. 
ხო, მაგარია? ნიცაზე ფიქრის მერე 
აჭარა . თან მაისში. 

საოცარია ეს ცხოვრება რა. 
წარმოუდგენელი ამბები ხდება. 

ვგიჟდები მივლინებებზე, მაგრამ – საზღვარგარეთ. 
ბათუმი, ისიც გაზაფხულზე, ცოტა მოსაწყენია. 

თან ისე წამოვედი თბილისიდან , გუგას გამოვეპარე. 
ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშობლიური ენა არ ესმით. 
ზიხარ და წლების მანძილზე ელაპარაკები, მაგრამ. მაინც არ იშლიან თავისას. 
აი, ასეთი ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის გუგა. 
პიროვნება, რომელსაც 29 წლის მიუხედავად, 3 წლის ბავშვივით უნდა ესაუბრო, რამე რომ შეაგნებინო. 
მე, პირადად, ვალერიანის 30 წვეთიან ხსნარს ვსვამ, წყობიდან რომ არ გამოვიდე და ისტერიკა არ დავიმართო. 
გუგა ისეთი ბიჭია, რომელსაც სიტყვა "არა" არ ესმის ბავშვობიდან. ჩემი უბნელია და , სიმართლე გითხრა , ატანა აღარ მაქვს მისი, ისე მაბეზრებს თავს. 

მოკლედ. რა დროს გუგაა. : ) 

.... ყველაფერი, როგორც ყოველთვის იქიდან დაიწყო, რომ ძალიან მშიოდა. 
უფრო სწორედ , როგორც ყოველთვის კი არ მშიოდა. 
როგორც ყოველთვის იწყება ხოლმე, 
ისე დაიწყო. 

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ან არ იყო ჩვეულებრივი დღე და მე ვიყავი ჩვეულებრივ ხასიათზე. : ) მოკლედ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ვატარებდი მივლინების ნაცრისფერ დღეებს ბათუმში. არ ვპასუხობდი გუგას ზარებს, ვცხოვრობდი ძალიან ლამაზ სასტუმროში და ვითვლიდი დღეებს თბილისში წასვლამდე. 

უფრო გამიხარდებოდა, ბათუმში დასასვენებლად რომ წავსულიყავი, 
თუნდაც ისევ მარტო და 
თუნდაც ისევ მაისში, 
ოღონდ 12 უცხოელი (ესტონელი) არ შემოეტენა ჩემს უფროსს, 
თორმეტი ორმოც წელს გადაცილებული და 
თორმეტივე ქალი! 
ღმერთო. 
ალბათ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიყავი. 
საუზმე, სადილი, შეხვედრა, 
საუზმე, შეხვედრა სადილი. 
და ასე დაუსრულებლად. 

ჩვენი სასტუმროს ფოიეში 3 დღეა ერთსა და იმავე დროს, ანუ მე რომ ნომრიდან ჩამოვდივარ იმ დროს - ერთი ბიჭი მხვდება, ყავის ჭიქით და მზის სათვალით ხელში. 
ძალიან მომწონს, რატომ არ ვიცი. 
დიდი არაფერი ბიჭია, მაგრამ არის მასში რაღაც. ზუსტად არ ვიცი რა , მაგრამ რაღაც, რაც მიზიდავს. ან არც მიზიდავს, მაგრამ მაიძულებს თვალი არ მოვაშორო. 
ყველაზე მეტად მისი სხეული მომწონს. 
ძალიან ლამაზი სხეული აქვს. 
ჭკუა მეკეტება კაცის მხრებზე. 
ლამაზ, ნავარჯიშებ მხრებზე. 
ზუსტად ასეთი მხრები აქვს ამ ბიჭს და. 
აცვია ყოველთვის თავისუფლად, არც გამოპრანჭულია, არც სპორტული 
რაღაც შუაშია. 
კეტები, ღია ფერის პერანგი და ჩვეულებრივი ლევისის მუქი ლურჯი ჯინსი. 
უფრო იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ თვითონ აბსოლუტურ იგნორს მიკეთებს.  
არ ვიცი, ალბათ პიდარასტია, თორემ როგორ შეიძლება მე ყურადღება არ მომაქციო. : ) ? 
ვიღაც ბიძასთან ერთად ვხედავ სულ. ის ბიძა ინვალიდია, სავარაუდოდ ხერხემლის პრობლემა აქვს და ინვალიდის სკამით დაჰყავს ამ პიდარასტს.  

არ ვიცი, ასე რა ახარებთ. 
რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ იგუდებიან სიცილით, 
ძალიან მშურს რომ ვუყურებ. ისე გამოვშტერდი ჩემი უმარილო თორმეტი უცხოელის ყურებით და დევნით. რომ... 

ხოდა, როგორც ვამბობდი, 
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ღამე ცუდად მეძინა. 
დილის 8 საათზე გამეღვიძა , ძალიან მშიოდა, ვიფიქრე ჩავალ და ადამიანურად შევჭამ-თქო. 
თმა არც დამივარცხნია. პირდაპირ სველი შევიკარი და ლიმნისფერი ხალათი შემოვიხვიე. 

სასტუმროს რესტორანი ცარილი იყო. 
ფანჯრების მხარეს მაგიდას მივუჯექი. 
რძიანი ყავა , კარამელის ნამცხვარი შევუკვეთე და სიგარეტს მოვუკიდე. 
ნაფაზი დავარტყი და კინაღამ გადამცდა სიგარეტი. როცა ინვალიდის სკამი და ჩემი კეტებიანი ბიჭი დავინახე. 

" მოკლედ რა... 
ერთადერთხელ ვარ ჩვეულებრივ ფორმაში და მაინც და მაინც ეხლა." 

მენიუ ავიფარე სახეზე და შევეცადე სერიოზული სახე მიმეღო. 

"ბედი არ მაქვს , 
ზუსტად ჩემს წინ მაგიდას მიუსხდნენ. 
ოდესმე სახიდან ხომ მოვიხსნი ამ მენიუს ? ასე როდემდე ვიჯდები. " ? 

ოფიციანტმა ყავა მომიტანა და მენიუ ამაცალა. 
ჩემს წინ ვხედავ მარტო კეტებიანი ბიჭი ზის და ეწევა. ინვალიდი არსად არ ჩანს. 
ეს კი ისეა გართული, რომ არც მიყურებს. 
როგორც ყოველთვის. 

ხოდა ძალიან კარგი. მითუმეტეს. 
იქნებ ვერც შემამჩნიოს. 

კეტებიანმა სიგარეტის კოლოფიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა. და მშვიდად გააგრძელა მოწევა. მეც მშვიდად ვაგრძელებ მოწევას. 

ის მე მიყურებს. 
მე ზღვას. 
: ) 
დრო გადის. 

მე ზღვის ყურება მბეზრდება. 
კეტებიანს ჩემი – არა  

შემოვბრუნდი და მზერა გავუსწორე. 
მზერა ჰქონდა რაღაცნაირი. 
უცნაურად სასიამოვნო  
გამეღიმა. 
კეტებიანსაც გაეღიმა : 
- კარგად გამოიყურები! 
- ბააატონო ? – ყურებს არ დავუჯერე მე. 
- ესეთი უფრო საინტერესო ხარ. 
- "ესეთი", როგორი? – ინსტიქტურად გამეცინა მე. 
- სადა – მითხრა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა. 
- გმადლობთ – დავიმორცხვე მე და უხერხულობისგან ხალათი გავისწორე. 
- არაფრის – გაეღიმა მას. – სად არიან შენი ქალები? 
- ჯერ სძინავთ და მე დრო ვიხელთე. - გავიღიმე უფრო მოკრძალებულად. 
- კარგი გიქნია. მეც ცოტა ვისვენებ. შემჭამა ამ კაცმა. 

არ ვიცი, რა ვუთხრა და ისევ ვიღიმი. 

- ყველგან შეიძლება დავყვებოდე?- - აღშფოთებით განაგრძო მან. 
- ვინაა ის კაცი თქვენი? – ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა მე. 
- მე მისი მომვლელი ვარ. 

ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა." მამაჩემმა რომ გაიგოს, პიდარასტ ბეიბისიტერ-ბიჭთან დავიწყე სიარული, თავისი ხელით დამახრჩობს" –გავიფიქრე ჩემთვის. 

- ხო, შვილივით ვუყვარვარ და არ მიშორებს გვერდიდან უკვე 5 წელია. 
- მართლა ? – ვიკითხე მე სინანულით. 
- ხო, მაგრამ რა იზამ, ვერ ვტოვებ. 
- წარმომიდგენია. 
- შენ? დიდი ხანია აქ ხარ ? – იკითხა მან. 
- არა. 4 დღეა. სემინარები ტარდება და... 
- მოსაწყენზე მოსაწყენი სიტუაცია. – მითანაგრძო კეტებიანმა. 
- ხო.. გადამრიეს. – გავიღიმე მე. 
- მგონი ცოტა უხერხულია ამ მაგიდიდან მაგ მაგიდაზე რომ გესაუბრები და ჩემს მაგიდაზე რომ გადმოხვიდე, ხომ შეიძლება? – მკითხა ზრდილობიანად მან. 

მე – "რა პრობლემაა "- მეთქი ვუთხარი და ჩემი სიგარეტითა და ყავით გადავედი. 

- პროფესიით რა ხარ? – დაინტერესდა კეტებიანი. 
- თარჯიმანი. 
- მე ექიმი. 
- კაი ! ? – არ დავიჯერე მე. 
- მართლა, ქირურგი ვარ. 
- არადა, არ გეტყობა – არ დავმალე მე. 
- როგორ უნდა მეტყობოდეს ? მაინცდამაინც თეთრი ხალათით და ლანცეტით უნდა ვიარო? 

ორივეს გაგვეცინა. 

- შენ როდემდე რჩები აქ ? – ვკითხე მე. 
- ჩვენ ალბათ ხვალ წავალთ. 
- ასე მალე? – წამომცდა უნებურად. 
- მალე ? – ჩამეკითხა ის – რას ამბობ, ერთი თვეა აქ ვარ. თან ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა. 
- აააა – ვთქვი სინანულით. 
- საღამოს რას აკეთებ? – მკითხა მოულოდნელად. 
- ისეთს არაფერს. – დავიბენი მე. 
- ასეთს ? - გაეცინა მას. 
- ბოლო შეხვედრა 9 საათზეა და ალბათ. 10საათის მერე არაფერს. 
- დალევა გიყვარს? 
- ბააატონო? –სითამამემ გამაოცა. 
- დღეს უნდა დავლიოთ !– გადამიწყვიტა მან. 
- კაი – დაბნეულად ვუპასუხე მე. 
- კაი, მაშინ 10 საათზე, ისევ აქ, ამ მაგიდასთან დაგელოდები. 
- კარგი, ნახვამდის. 
- დროებით – გამიღიმა კეტებიანმა, სიგარეტს მოუკიდა და სერიოზული სახით გავიდა რესტორნიდან. 

" მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.– გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი? 

ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა. 
ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე. 

ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა. 
მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს 
ეხლა მოვეწონე? 
გამოაშტერა იმ ინვალიდმა. სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება. 

ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია. 
იყოს და მელოდოს. 
თავხედი. 
მოინდომა ეგრევე, " გადმოჯექი, დავლიოთ." 
ეხლა იჯდეს და უყუროს საათს. " 

11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში. 
სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე. 

სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა. 
ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი. 
მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა. 

გავიდა 10 წუთი... 

"საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?" 

15 წუთი… 

"თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია ." 

20 წუთი... 

" სად მოვედი, რა მინდოდა?" 

30 წუთი... 

მეტი ლოდინი უკვე შეურაცხყოფა იყო. ჩანთა ავიღე და გამოვედი რესტორნიდან, კუთხეში ისეთი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე. წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი, კედელს მივეყრდნე. გონზე მოსულს , თავიდან მომინდა გონების დაკარგვა, როდესაც კეტებიანი შემრჩა ხელში. 

- შენ თარჯიმანი კი არა, მგონი მორბენალი ხარ, თან სერიოზული. – მითხრა მან და ნატკენ შუბლზე ხელი მოისვა – ასეთი სისწრაფით სად მიქროდი, რა საინტერესოა? – მკითხა ღიმილით. - მგონი ცოტა დამაგვიანდა, ხო ? 
- ცოტა არა . – წავისისინე მე. 
- მართლა? – იკითხა გაოცებით კეტებიანმა და საათს დახედა – უი, რა დრო გასულა. 
- მართლაც – წარბი შევკარი მე. 
- სულ გადამავიწყდა რომ უნდა დაგველია. ნომერში ვიყავი და ჩამეძინა. ცოტახნის წინ გავიღვიძე და გამახსენდა, რომ დალევას ვაპირებდი ვიღაცასთან ერთად. 
მერე მომაგონდა, რომ ის ვიღაც შენ იყავი, ხოდა, ვიფიქრე მაინც დააგვიანებს-თქო და ძილი გავაგრძელე. მერე , როგორც იქნა ავდექი და გამოვედი,- დაამთავრა სიცილით კეტებიანმა – ხომ არ დაიღალე ლოდინით?? 

მე ამ ისტორიამ ისეთ ისტერიკაში ჩამაგდო, რომ აღშფოთებისგან პასუხის გაცემაც გამიძნელდა. 

- ცოტა დავიღალე. 
- კაი , რაა. შენც დააგვიანებდი, ზუსტად ვიცი. სულ ასე იცით ქალებმა, მე კი ამის ატანა არ მაქვს, ამიტომ ყველგან დაგვიანებით მივდივარ, ნერვები რომ არ დამაწყდეს, ასე რომ ბარი-ბარში ვართ – ღიმილით დაამთავრა კეტებიანმა და მაგიდას მხიარულად მიუჯდა. – დაბრძანდი, თუ შეიძლება. 

სიბრაზისგან მოკრძალებით გამეღიმა და სკამზე გრაციოზულად დავეშვი . 

- ესეც ასე. აბა, რას დალევ ? მე ვისკი მინდა ორმაგი ყინულით, შენ ? 
- ჩაი, ლიმნით. 
კეტებიანმა გაოცებით შემომხედა. 
- რას ლაპარაკობ, რა დროს ჩაია? არანაირი ჩაი! – მენიუს თვალი გადაავლო და ომახიანად დაიწყო მან – არაყს ხომ სვამ? - სვამ და დავლევთ ბოლომდე. კარგი. ,,ჩივას რეგალი", კიდევ "რედბული" , არაყი, თხილი, ნაბეღლავი და ჯერ-ჯერობით საკმარისია. 
- მარტო მე და შენ ვსვამთ? – ვიკითხე ამდენი სასმელის დანახვაზე შეშფოთებულმა, 
- ხო, რა იყო, არ გვეყოფა? არაა პრობლემა, კიდევ დავამატებ. 

კეტებიანის სითავხედემ გამაოცა და ისევ გამეცინა. 

- ამ წამს რაზე ფიქრობ? – მკითხა მან და ვისკით სავსე ჭიქაში ჩაყო თავი. 
- ამინდზე.- ვუთხარი დაუფიქრებლად. 
- იტყუები! – მითხრა სიცილით. 
- მართლა. – ვუთხარი სერიოზელად მე. 
- წესით ჩემზე უნდა ფიქრობდე – მითხრა მან და მეორე ჭიქაც მოიყუდა. 

" ლოთია, უეჭველი " – გავიფიქრე ჩემთვის. 

- შენზე რატომ უნდა ვფიქრობდე? – ვკითხე სიცილით. 
- რატო, ცუდი ბიჭი ვარ? – იკითხა სერიოზულად. 
- რა შუაშია ? – გამეცინა მე. 
- ააა, ანუ შენ სხვანაირი ბიჭები მოგწონს? – მკითხა გამომწვევად. 
- სხვანაირი, როგორი? 
- რაღაცნაირი – მითხრა მან და სიცილისგან ჩაბჟირდა. 

" მგონი მართლა აფრენს, ის დროა, მალე გავიპარო აქედან " - 
გავიფიქრე და ისევ სულელივით გამეცინა. 

- არა, მაინც, როგორი ბიჭები მოგწონს ? – არ შემეშვა კეტებიანი. 
- კაცური – ვთქვი ამაყად. 
- კაააიი?!!! რას მეუბნები! "შვარცნეგერები" და "სტალონეები" გევასება ? – მითხრა და ისევ ისტერიული სიცილი აუტყდა. 
- "სტალონე" რა შუაშია – გადავირიე მე. 
- რა ვიცი, კაცურია.. არა? 
- არა, ქაჯურია.. – შევიცხადე ისევ. 
- კაი ეხლა, არ თქვა , რომ არ გევასებოდა ბავშვობაში. 
- რა სისულელეა – აღვშფოთდი მე. 
- კი, კი! 
- არა! – მეც ამიტყდა სიცილი. 
- მოდი, ამ ჭიქით "სტალონეს" გაუმარჯოს – თქვა აღფრთოვანებით კეტებიანმა – ოღონდ ბოლომდე სვამ, იცოდე! 
- კაი – ვთქვი და სავსე არყის ჭიქა მოვიყუდე. 
- ყოჩაღ, სმა ნამდვილად გცოდნია. 
- და რა არ ვიცი ? – გამიკვირდა მე. 
- სირბილი – გაეცინა კეტებიანს. 
- აფრენ. 
- ვაფრენ ! – დამეთანხმა ის და ისევ გაეცინა. 
- რამდენი წლის ხარ? – გრადუსმა გამათამამა. : ) 
- შენ რამდენის გგონივარ ? – მკითხა გამომწვევად და თვალები მოჭუტა. 
- შეენ ? – გამომცდელად შევხედე მე. - იქნები ასე ორმოცამდე. 
- ასე მეტყობა ასაკი ? – შეშფოთდა კეტებიანი. 
- კიი! 
- არა, მართლა ? 
- მართლა. დედას ვფიცავარ, რა იყო, რა ქალივით შეიცხადე? 
- უბრალოდ ოცდაათის ვხდები მალე. მეტის არა. 
- არ მჯერა. – ვიუარე მე. 
- გეუბნები! 
- არ გეტყობა ! 
- გინდა გითხრა, შენ რამდენის ხარ ? – მკითხა კეტებიანმა და მე-9 ჭიქა მოიყუდა. 
- აბა ? 
- ოცდათორმეტის – მითხრა და გადაიხარხარა. 
- ოცდათორმეტის არა, სამოცდაორის – სერიოზულად მეწყინა მე. 
- რა იყო, რა ქალივით შეიცხადე ? – გამიმეორა ჩემივე კითხვა და ისევ მოკვდა სიცილით. 
- შენა და... ცუდად ხომ არ ხარ? – ვკითხე მისი ზედმეტი სიხალისით შეშფოთებულმა. 
- კი, როგორ არა, მეორე ბოთლის სმას ვიწყებ. მეტყობა რამე ცუდად ყოფნის? 
- არაფერი ! - ვთქვი და ორივე ჩავბჟირდით სიცილით. 
ოფიცინტებს სახეზე გაოცება დაეტყოთ. 

"რაღაც იმაზე მეტად გამითამამდა , ვიდრე წარმომედგინა." 

- კიდევ რა გაინტერესებს ? – მკითხა კეტებიანმა. 
- არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე. 
- კაი, მაშინ მე გკითხავ. ოღონდ ჯერ ეგ დალიე ბოლომდე. 
- კაი – დავემორჩილე მე და არყის ჭიქა პირზე მოვიყუდე. 
- სულელი გგონოვარ, ხომ? 
- კი არ მგონია, უკვე ზუსტად ვიცი, რომ ხარ – ვთქვი გულღიად. 
- მაგარი გოგო ხარ ძალიან, - მოვეწონე კეტებიანს. 
- გმადლობთ – დავიმორცხვე მე. 
- ერთი პრობლემაა მარტო , ძალიან უჟასი სუნამო გასხია. 

ყურებს არ დავუჯერე ჩემი ასეთი მიწასთან გასწორება. 
- შე თავხედო, "შანელია!" – ისეთი სახით ვუთხარი , კეტებიანი გამოშტერდა. 
- კაი რაა, ეგ რა მითხარი?!. 
- მართლა. 
- ვერ ვიტან მძაფრ სუნებს. – თავი გაიმართლა კეტებიანმა. 
- მე ვგიჟდები. 
- მე არა. 
- ძალიან მიყვარს. 
- კაი, მაშინ. ეხლა, მოდი "შანელს" გაუმარჯოს. 
- მე მეტი აღარ შემიძლია.– მივხვდი, რომ უკვე ნამეტანი მომდიოდა. ერთბაშად ამდენი სასმელი. 
- გამორიცხულია! ბოლომდე ვსვამთ, სანამ არ დაგვეძინება, იქამდე! 
- გიჟი ხარ! 
- ვარ! თან ცოტა მთვრალი! 
- მაგარი მთვრალი – შევუსწორე მე. 
- თუ გგონია, შენ ფხიზელი ხარ , ძალიან ცდები – მოკვდა სიცილით კეტებიანი. 

სიცილი ამიტყდა მეც. 

- რაღაც მშია. არ გშია? 
- არა. 
- კაროჩე რა, შენ "არა" - უნდა დაგარქვა. 
ორივეს გაგვეცინა. 

მე "ცეზარის " სალათი ავიღე, მან - "სტეიკი". 

- ჩემი უფრო გემრიელია! – მითხრა კეტებიანმა. 
- ვერ ვიტან "სტეიკსს." 
-რატომ? - მკითხა მან დანანებით. 
- ხორცი აბერებს – ვთქვი ამაყად. 

კეტებიანს წყალი გადასცდა და გაიგუდა სიცილით. 
სიცილი ამიტყდა მეც. 
მერე ცრემლები მოიწმინდა, ცოტა დამშვიდდა და სერიოზული სახით დაიწყო : 

- რაღაც ძალიან პირადი რომ გკითხო, შეიძლება? 
- არა.. – გავიცინე მე 
- არავინ არ გყვარებია? 
- არა – მოვიტყუე მე. 
- არც აპირებ? 
- არა – ისევ ვიცრუე მე. 
- ხომ ვთქვი "არა " უნდა დაგიძახო – მეთქი. 
- რატომ გადამეკიდე ? 
- შენ გადაკიდება არც იცი , ალბათ საყვარელო, რა არის – ისეთი ტემბრით მითხრა , ცოტა დავიბენი. 
- შენ ? – ვიკითხე მე. 
- რა მე ? მე ზუსტად ვიცი ეგ რასაც ნიშნავს. 
- არა , ეგ კი არა, შენ არ გყვარებია ? 
- კი – მითხრა ორაზროვნად მან. 
- რა ერქვა? 
- ნატალია. 
- მერე ? – დავინტერესდი მე. 
- მოკვდა – მითხრა მშვიდი სახით და უცბად სახე შეეცვალა. 
მე სალათის ფურცელი გადამცდა და ხველება ამიტყდა. 
- ვაიმე, რა საშინელებაა – შევშფოთდი მე. 
- აბა ! – მითხრა დანანებით. 
- რითი? 
- გული გაუსკდა. 
- რატომ? 
- არავინ არ იცის – მხრები აიჩეჩა კეტებიანმა და ჯინტონიკი მომიჭახუნა, - ხსოვნა იყოს! 

მე ძალიან დავიბენი და მეც ბოლომდე დავლიე. 
- ვწუხვარ. – როგორც იქნა ვთქვი მე. 
- არაფერია. კაი ხნის წინ იყო. დღემდე მივდივარ საფლავზე და ჰოლანდიური ყვავილები მიმაქვს. 
- რატომ, უყვარდა? – შემეცოდა მე. 
- ძალიან – თქვა კეტებიანმა და თვალზე ცრემლი მოადგა. 
ცრემლი მეც მომერია. 
- იმის მერე სულ ვეძებ და სულ მენატრება. 
- წარმომიდგენია – ცრემლნარევი ხმით წარმოვთქვი მე. 

ორივე გავჩუმდით. 
კეტებიანმა კიდევ ერთი ჭიქა მოიყუდა და ცრემლები მოიწმინდა. 

- რომ ვსვამ, ისეთი გულჩვილი ვხვდები. – მითხრა მან და უცბად ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა, რომ შემეშინდა,- დაიჯერე ხომ? – ძლივს გასაგონად თქვა მან. 

ეს უკვე კულმინაცია იყო. 

- აუტანელი ხარ რააა!!!!!!! 
- დაიჯერე ხო? – კიბორჩხალასავით გაწითლდა კეტებიანი. 
- მსახიობი ხარ , რა... რა სპექტაკლი დადგი ? – გავბრაზდი მე. 
- აუ, აი, ძალიან საყვარელი ხარ , როცა ბრაზდები. 
- არ ხარ ნორმალური. – არ ვწყნარდებოდი მე. 
- მადლობთ – მშვიდად მიიღო კეტებიანმა. 
- არაფრის. 
- როგორ გატირე ? – მითხრა სიცილით მან. 
- ძალიან "დავიგრუზე" – გავიბუტე მე. 
- არა , რა, ძალიან მაგარი ვარ. – თქვა თავისი თავით კმაყოფილმა. 
- ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება – გამეცინა მე. 
- ხო, ჩემზე თავმდაბალი უკვე სიგიჟეა. 
- შენ მართლა აფრენ. 
- შენ კიდევ ბატი ხარ! ყველაფერი როგორ გჯერა? 
- რა ვიცი, იტირე და გადამრიე – გავიმართლე თავი. 
- ხომ მაგარი ბიჭი ვარ, თქვი! – მკითხა კეტებიანმა და თვალები აუციმციმდა 
- ძალიან მაგარი. 
- კაი, მაშინ "მაგარ ბიჭებს" გაუმარჯოს! 
- ძალიან თავმდაბალი ხარ – თქო, ხომ გეუბნებოდი. გაგიმარჯოს! 
- დესერტად რა გინდა? 
- არაფერი. 

კეტებიანმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია. 

- ესე არ გამოვა. მაშინ აღარაფერს აღარ შეგეკითხები და პირდაპირ შევუკვეთავ. 
- კაი, მაშინ ხილი. 
- აი, ასე რა. რას იპრანჭები? – გამიღიმა მან – ხილი გიყვარს? 
- ჭკუა მეკეტება! 
- მეც. 
- მე უფრო. 
- არა მე ! – არ დამითმო კეტებიანმა. 
- მე ისე მიყვარს, რომ შემიძლია მთელი დღე ვჭამო. 
- მე კიდე ერთ საღამოს 5 კილო ბალი მაქვს ნაჭამი. 
- ერთით ნული, ეგრეც არ მიყვარს ხილი. 
- კიდევ კარგი, რაღაც დამითმე.. – გამეცინა მე. 

რესტორანში "არეტა ფრანკლინის" ხმა გაისმა. 
- ვგიჟდები მუსიკაზე. – გავუგღიმე მე. 
- მეც. 
- მე უფრო მსუბუქი მუსიკა მიყვარს , მელოდიური და რითმული. 
- მე კიდე, ხმაურიანი და მონოტონური. 
- მე კიდე, ცივი ყავა მიყვარს ნაყინით – ვთქვი მე. 
- მე ორმაგი ვისკი და "მარლბორო ლაითი." 
- მე "კენტი 4 ნომერი" და "ანანასის შეიკი." 
- მე "დოლჩე გაბანას" ტანსაცმელი და შავგვრემანი ქალები. 
- მეც ვერ ვიტან ღია ფერების ბიჭებს. 
- კიდევ მიყვარს ლამაზი თმა და გარუჯული სხეული. 

ისევ გამეცინა. 

- მე ვერ ვიტან "ტკბილ" ბიჭებს. 
- ეგ რას ნიშნავს? 
- აი, ძალიან გადაპრანჭული ბიჭები რომ არიან. 
კეტებიანს სახე მოეღრიცა. და შეშფოთებულმა მკითხა: 
- მე ეგეთი ხომ არ ვარ? 
- არა, შენ არა – დავამშვიდე მე. 
- მე კიდე ვერ ვიტან , ქალი საქციელს რომ კარგავს. 
- მე კაცი. 

ორივე გაგვეცინა. 

- და ვერ ვიტან ცარიელ ქალებს. 
- მეც. 
- ძალიან ლამაზიც რომ იყოს, მაინც არ ვიქნები მასთან თუ შტერია. 
- მე კიდე, ვერ ვიტან როდესაც ადამიანი ბოროტი და ხარბია. 
- და ფულის ხარჯვა არ უყვარს – გაამძაფრა კეტებიანმა. 
- ხოო.. და როდესაც ქალთან ურთიერთობა არ იცის. – დავეთანხმე მე. 
- ძალიან საყვარელი ხარ – მითხრა კეტებიანმა. 
- მადლობთ. 
- და ძალიან ლამაზი ხარ. 
- დიდი მადლობა – დავიმორცხვე მე. 

- დავლიოთ კიდევ ? – მკითხა მან. 
- საერთოდ რომელი საათია? – ვიკითხე მე. 
- ოთხია ზუსტად. 
- რა დრო გასულა. – წავუსტვინე ხმადაბლა. 
- სახლში ხომ არ გეჩქარება? – გამიღიმა მან. 
- არააა. – გავიპრანჭე მე. 
- მიგაცილებ სახლამდე ტაქსით. 
- მგონი, გაგიჭირდება. 
- რატომ ? – გაუკვირდა კეტებიანს. 
- იმიტომ რომ ტაქსები ლიფტებით არ დადიან. 
- შენ ეგრე გგონია? – მკითხა მან და მთვრალი მზერა მესროლა. 
- დიახ, დარწმუნებული ვარ , მგონი მეტი აღარ უნდა დავლიოთ. 
- სასმლის ბრალია ?! 
- ნამდვილად. 
- ლიფტის ტაქსები "ჩივას რეგალის" ბრალია – გავუღიმე მე. 
- არა, სანამ მფრინავ გველეშაპებზე არ დავიწყებს საუბარს, იქამდე ვსვამთ! 

სუფრას გადავხედე და შევეცადე ციფრი დამესახელებინა, რაც შეიძლება ანგარიშად მოსულიყო. 

- ანგარიში მოვა მილიონი ლარი – შემეცოდა კეტებიანის ბიუჯეტი. 
- იმდენი ფული მაქვს, ერთი კვირა რომ ვსვათ აქ მე და შენ, ვერ დავხარჯავ – გამიღიმა მან. 
- კაი – მხრები ავიჩეჩე მე. 
- რა ყურადღებიანი ხარ. – გაეცინა მას. 
- გმადლობთ. 
- არა, არაფრის. ეხლა მოდი შენ გაგიმარჯოს. 
მე გავიღიმე. 
- იმიტომ გაგიმარჯოს, რომ, ძალიან კარგი გოგო ხარ.. მართალია, ოდნავ ბატი ხარ, მაგრამ არა უშავს, ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, ცოტა გაიზრდები და ეგაა. 
- სულელი ხარ რა. – გამეცინა და ალუბლის წვენი მოვსვი. 
- დიდი მადლობა – გამიღიმა მან – აქ ერთი ძალიან მაგარი კოქტეილია და 
ისიც უნდა დაგალევინო. 
- რამე დაგიშავე ? – ვიკითხე საცოდავად - ეგეც რომ დავლიო, წავიქცევი, იცოდე. – ვიგრძენი როგორ ამოქმედდა ალკოჰოლი ჩემს ორგანიზმში. 
- არა უშავს, აგიღებ და წაგიღებ – დამამშვიდა კეტებიანმა – სანამ ისე დათვრები, რომ გონი დაგეკარგება, რომელ სართულზე და რომელ ნომერში ხარ , მითხარი , ბარემ მშვიდად რომ ვიყო. 
- მე 4 სართული, ნომერი 777. 
- კაი, გასაღები სად გაქვს? 
- რა იყო, ჩემთან დარჩენასაც ხომ არ აპირებ? 
- არა, მთვრალ ქალებს არ ვენდობი – მითხრა მან სერიოზული სახით. 

მე ალუბლის წვენი გადამცდა. 

- რა თავხედი ხარ! – ვერ დავმალე აღშფოთება. 
- ვიცი. ცოტა რომ არ ითავხედო, არაფერი არ გამოვა. – მითხრა ღიმილით. 
- საოცარი აზროვნება გაქვს – ვუთხარი სიცილით. 
- მოგწონს? 
- გავგიჟდი. 
- მიხარია რომ გაგიჟებ – გამიღიმა კეტებიანმა. 
- სულ კეტებით რატომ დადიხარ ? 
- დასასვენებლად არ ვარ? აი ახლა ვისვენებ. 
- აააა. ხოოო. 
- რატომ? 
- ისე, პროსტა მაინტერესებდა. 
- შენ რომ არ იპრანჭებოდე, უფრო კარგი გოგო იქნებოდი. 
- კაი, თმებს აღარ დავივარცხნი, მაშინ. 

კეტებიანი მოკვდა სიცილით. 

- ვგიჟდები გაწეწილ ქალებზე – მითხრა აღფრთოვანებით მან. 
- მოგწონს? – ვიკითხე მე და ელვისებური სისწრაფით დავიშალე თმა და ხელით მაგრად გავიჩეჩე. 

კეტებიანს სახეზე გაოცება შეეტყო , მაგრამ არ შეიმჩნია. 

ოფიციანტის გაშტერებული სახე დავინახე სადღაც შორს და გამეცინა. 

- აუ, შენ ჩემზე გიჟი ყოფილხარ .– მითხრა კეტებიანმა აღტაცებით. 
- არ მეუბნებოდი , მომწონსო ? – ვიკითხე მშვიდად, - ხოდა მიყურე. 
- ძალიან მაგრად გამოიყურები. მოდი, სურათს გადაგიღებ. 
- რესტორანში ფოტოების გადაღება, რა უბედურებაა – შევიცხადე მე. 
- კაი, რა, არავინ არაა, რა გჭირს?! 

კეტებიანი ადგა, ოფიციანტს დაუძახა, ტელეფონი მიაწოდა , მერე მოვიდა ჩემთან, გვერდზე მომიჯდა, ჩამეხუტა და მოემზადა ფოტოს გადაღებად. ოფიციანტის სახის გამომეტყველებით მივხვდი, მთლად ნორმალურად არ გამოვიყურებოდით. 

სუნამო ესხა ძალიან არომატული და გრილი. 
არ ვიცი სასმელის ბრალი იყო, თუ რა მოხდა, ძალიან მინდოდა, რომ ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო. 

- ძალიან ხომ არ შეგავიწროვე ? – მკითხა კეტებიანმა მშვიდად. 
- არა. – ვთქვი დაუფიქრებლად. 

კეტებიანი ადგა და გამიღიმა... 
ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და თავის ადგილზე დაჯდა. 

ფოტოს გადაღების მომენტმა, რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოაგდო. 
მეც გავჩუმდი და ისიც. 
მან სიგარეტს მოუკიდა. და შემომხედა. 

ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარსს. 
არასდროს ვცდები. 
ეს იყო ის, რაც 
მე ვიგრძენი 
და ის მიხვდა, 
რომ მე ვიგრძენი, ის, 
რაც მან იგრძნო. 

განცდა ძალიან ბევრისმთქმელი იყო. 

კოქტეილი მოვსვი. და თვალებში შევხედე. 

- რაზე ფიქრობ? – მკითხა კეტებიანმა და უცნაურად გაეღიმა. 
- ვფიქრობ, კიდევ ხომ არ დაგველია. – ზუსტად ისეთი ღიმილითვე ვუპასუხე მე. 
- მაგაზე არ ფიქრობ , მაგრამ არა უშავს – თვალი ჩამიკრა კეტებიანმა და 200 გრამი ვისკი შეუკვეთა – ხომ არ დაიღალე? 
- ცოტა – მორიდებით ვთქვი მე - იცი, რა მინდა? 
- რა გინდა? – დაინტერესდა კეტებიანი. 
- აი, ლიმნისფერი სარაფანი რომ მეცვას , 3-4 მილიონი მქონდეს ჩემოდანში და 
ერთი გზის ბილეთს ვყიდულობდე ნიცამდე. 
- საფრანგეთი, ტო? 
- ვგიჟდები ისე მინდა . 
- მაგას იტალია - მილანი არ გირჩევია? 
- არა ნიცა! აი, იქ მინდა , მარტო მანდ დავისვენებ , ასე მგონია... 
კეტებიანს გაეცინა. 
- არა, მართლა ძალიან მაგარია ნიცა. 
- ნამყოფი ხარ? 
- კი, ბევრჯერ 
- აუ, როგორია? 
- აი, ძალიან მაგარია. საერთოდ სხვა კონტინენტია. სხვა პლანეტაა. შენ რომ ჩახვიდე, გადაირევი ისეთია. 
- იცი, როგორ მინდა? არ იცი. ლამის სანტა-კლაუსს მივწერო, რომ ნიცას ბილეთი მაჩუქოს. 
- საწყალი სანტა-კლაუსი – გაეცინა კეტებიანს. 
- ხოო, მაგრამ ისე მინდა, მაპატიებს. : ) 
- კარგი, მაშინ არ დავინდოთ სანტა-კლაუსი, არაფერი უშავს. - ამყვა კეტებიანი. 

ორივეს გაგვეცინა. 

- მგონი ძალიან დავთვერი – აღვნიშნე მე. 
- არა, გეჩვენება. არაფერი გეტყობა – იუარა კეტებიანმა. 
- თენდება. - ფანჯრებზე მომდგარ სილურჯეს შევხედე მე 
- არ მინდა, რომ გათენდეს. – თქვა კეტებიანმა. 
- ვერც მე ვერ ვიტან დღეს. – ვაღიარე მე. 
- ღამეს სულ სხვა " მუღამი " აქვს. 
- მეც ეგრე მგონია. 
- ღამე ყველაფერი "მოსულა" – მითხრა მან ისევ უცნაურად და თვალი-თვალში გამიყარა. 

ამ სიტყვებზე გამეცინა და თვალი ავარიდე. 
- მგონი ისე დროა, ყავა დავლიოთ და ვისაუზმოთ , არა? თენდება. რომელი ყავა გინდა? 
- "ამერიკანო"! 
- ვგიჟდები "ამერიკანოზე" 
- მეც. 
- მე უფრო. 
- კაი, შენ უფრო – დამითმო კეტებიანმა. 
- ხომ ხედავ , ნელ-ნელა, აღარც მეწინააღმდეგები. 
- აზრი აღარ აქვს და.– თავი გაიმართლა კეტებიანმა. 
- ხვალ მიდიხარ, ხო? – ვიკითხე უცნაური მოწყენილობით. 
- უკვე დღეს – კეტებიანმა საათს დახედა და შემომხედა . 

სამარისებულმა სიჩუმემ ყურები დამიგუბა – გინდა რომ დავრჩე, ხო ? – ჩემი აზრები წაიკითხა კეტებიანმა. 

მე გავჩუმდი , ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს. 

- მეეც – გააგრძელა მან – მაგრამ… 
- მაგრამ არ გამოვა, - დავასრულე მისი აზრი. 
- იცი, რამდენია ხანია, ასე არავისთან ყოფნა არ მდომებია? შენც ხომ ხვდები. 

მე ისევ გავიღიმე 

- პლაჟზე დაწყებული რომანები დიდხანს არ გრძელდებაო, ამბობენ. 
- იტყუებიან. – მითხრა მშვიდად კეტებიანმა. 
მე გამეცინა. 
- შენ ეგრე გგონია? – ვკითხე გამომცდელად. 
- შენ ყველაფრის გჯერა, რასაც ამბობენ? – კითხვაზე კითხვით მიპასუხა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა. 
- არა. – ვთქვი მე 
- აბა, რა გაფიქრებს? 
- არაფერი. 
- კამერა რომ მქონოდა, დღევანდელ დღეს გადავიღებდი და სამსახსოვროდ დავიტოვებდი. 
- ერთ ეგზემპლარს მეც ხომ ჩამიწერდი? - ვკითხე ღიმილით. 
- აუცილებლად. 
- მოიწყინე ? 
- არა, მეძინება.– ისევ ვიცრუე მე. 
- და არ გაძინებ, ხო? 
- რომ არ მინდოდეს, არც დავრჩებოდი აქ დილამდე – ვთქვი მე. 
- ვიცი. 

ორივე გავჩუმდით….. 

- 8 საათია – ვთქვი ხმადაბლა. 
- 12-ზე მივდივარ. 
- 4 საათიც. 
- ერთი, ორი, სამი, ოთხი. 

მე გამეცინა. 

- თავი მტკივა. 
- იმიტომ, რომ ფხიზლდები. შეგაბრუნო ? – მკითხა სიცილით. 
- გაგიჟდი? ძლივს გონზე მოვდივარ. 
- გინდა როო?! 
- გონზე მოსვლა? არაა! – გამეღიმა მე. 
- არც მე. 

ორივეს გაგვეცინა. 

- მართლა არ მინდა წასვლა. – მითხრა კეტებიანმა – დალევა რომ მომინდეს, შენნაირ კომპანიონს ვერავის ვნახავ. 
- ჩემი მსგავსი, მხოლოდ მე ვარ. 
- ნამდვილად – დამეთანხმა კეტებიანი. 

რესტორანი გამოცოცხლდა. 
ხალხმა მოძრაობა დაიწყო. 

- აი, ამიტომ არ მინდოდა გათენება. სიმშვიდე არ სჯობდა ამ რია-რიას ? 
- ძალიან გული მწყდება, რომ გათენდა. – ვთქვი სინანულით 
- ჩასაბარგებელი ვარ. 
- მოგეხმარო ? - ვიკითხე სიცილით. 
- არა, იყოს, მე თვითონ. 

ვზივარ და ვხვდები, რომ: 
,,რაც დრო გადის, მით უფრო მიზიდავს. 
ის არაფერს იმჩნევს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დღეშია. თვალებში ვეღარ მიყურებს. 
არ ვიცი, როგორ დავემშვიდობო. 
ან რა ვთქვა. 
კეტებიანი თვალს არ მაშორებს. 
მე კი ისე არ მინდა მისი წასვლა, რომ საკუთარი თავის მოთოკვა მიჭირს. 
არ ვიცი რა მემართება, 
ალბათ, ყველაფერი "ჩივას რეგალისა" და "ვისკის" ბრალია. 
ნეტა რას ფიქრობს ის ?" 

კეტებიანმა ჩემი აზრები წაიკითხა. 
- იცი, მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ. 
მე გავიღიმე. 
- და არ მინდა, რომ მივდიოდე. და შენ რჩებოდე. ალბათ ცოტა ალკოჰოლის ბრალია, ამდენი რომ გამაბედინა. 
მე ისევ ჩუმად ვარ. 
- იმას გეუბნები, რომ საერთოდ ასეთი გულღიაც არ ვარ. უბრალოდ ისე უცნაურად დავიწყეთ. და ისეთი ემოცია მაქვს. არ ვიცი, რა მემართება. 
- ძალიან მაგარი ღამე იყო, ბევრი ვიცინე. 
- მეც – გამიღიმა კეტებიანმა. 
- კაი, წავედი, შენც ჩასაბარგებელ ხარ. – ვთქვი მოულოდნელად. 
- ხო – მითხრა კეტებიანმა ორაზროვნად. 

არც ერთი არ ვინძრევით ადგილიდან. 
სულელებივით ვუღიმით ერთმანეთს. 

მერე კეტებიანი ადგა, მეორე კოლოფი სიგარეტი გახსნა და ბართან მივიდა 
თანხის გადასახდელად. 
მე წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ისევ დავჯექი. 
მერე ისევ ნელა ავდექი და შევეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა. 
"ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია, ახლაც მთვრალი ვარ." 
კეტებიანი გამობრუნდა და გამიღიმა. 
- გაითიშე, ხო? 
- ხო – ვთქვი და საცოდავი სახე მივიღე. 
- მორჩა, გეშვები. მიგაცილებ ნომრამდე და დაიძინებ. – დამამშვიდა მან. 

მინდოდა მეთქვა: "არ მინდა არსად წასვლა, შენთან დავრჩები დიდი სიამოვნებით მეთქი" მაგრამ მხოლოდ გავუღიმე. 

ლიფტი. 

- რაზე ფიქრობ?- დავინტერესდი მე, როდესაც კეტებიანის სახეზე ღიმილი დავინახე. 
- ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეხლა აქ შენთან ერთად გავიჭედო და ერთი 2საათი ვერავინ ვერ გამოგვიყვანოს. 

ისეთი ხარხარი აგვიტყდა, კინაღამ გავიგუდეთ. 

4 სართულზე გამოვედით. 
ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილისგან. 
777 - ე ოთახთან გავჩერდით. 

- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საღამოს გატარება, - მითხრა კეტებიანმა ღიმილით . 
- საღამო არა, ღამის გატარება – ვთქვი დაუფიქრებლად და მერე მივხვდი, რაც წამოვროშე. 

ისევ გავლურჯდით სიცილისგან. 

- ვიღაცამ რომ გისმინოს წარმომიდგენია, რას იფიქრებს. 
- აღარ შემიძლია ცუდად ვარ. – ძლივს ამოვისუნთქე მე. 
- ნეტა ვრჩებოდე... 
- ნეტა... 
- სულ შენთან ვიქნებოდი. 
- მეც. 
- ძალიან გავერთე შენთან. 
- მეც. 
- გამიხარდა, რომ გაგიცანი. 
- მეც. 
- და რომ არ წავიდე, უკვე მართლა დამაგვიანდება. – მითხრა მან და მხრებზე ჩამოყრილი თმა გადამიწია. მე სუნთქვა შემეკრა. 
- ვიცი. – ძლივს გასაგონად ვთქვი მე. 
- კარგი, მაშინ. 
- კარგი. 
- იმედია, ოდესმე შეგხვდები. 
- იმედია. – თვალები ამემღვრა, მაგრამ არ შევიმჩნიე. 
- ჩაგეხუტები წასვლის წინ, შეიძლება? 
ულაპარაკოდ მივუახოვდი და მთელი სხეულით ჩავეხუტე. 
რატომღაც ტირილი მომინდა. 
კეტებიანი ოდნავ წამოიწია და საფეთქელთან მაკოცა. 
მერე თვალის კუთხეში მაკოცა და გვერდზე გადგა. 

გამაჟრიალა. 

ეს აღარ იყო ჩვეულებრივი მზერა. 

- გეშინია, რომ არ შეგიყვარდე, ხო? – ვთქვი ხმადაბლა. 
- მგონი, შიშს უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს – მიპასუხა ღიმილით. 
- ფოტოს როგორ მომაწვდი? – დავიბენი მე – რამე კოორდინატი არ გინდა ჩემი? 
- გიპოვნი რამენაირად. არ გამიჭირდება, - მითხრა კეტებიანმა ეშმაკური ღიმილით და ლიფტი გამოიძახა. 

გული მეტკინა. 
გავიღიმე და თვალი გავუსწორე. 
კეტებიანი ლიფტში შევიდა და შემომხედა. 
- იმედია, სიზმარშიც მე მნახავ – თვალი ჩამიკრა ღიმილით. 
- იმედია – ხმადაბლა ვთქვი მეც. 

ლიფტი დაიკეტა. 
მე ნომერში შევედი. 
თვალები მეხუჭებოდა უძილობისგან. 

ტანსაცმლიანი ჩავწექი ლოგინში . 
ასი ათასი და სამასი ათასი ფიქრი მომაწვა. 
ჩემს ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. 

"რომ გავიგო, რომ მანიაკია 
ან ბანდიტი, ვიღაც 
მკვლელი, 
თაღლითი 
ან ყველაზე უარესი – ცოლშვილიანი ????!!!! 
შეიძლება, დარდმა გადამიყოლოს. 
სახელი მაინც მეკითხა. 
ან ჩემი მაინც მეთქვა. 
ან მას მაინც ეკითხა." 

ისევ თავბრუ მეხვეოდა. 
"რა სიგიჟე ღამე იყო. ღმერთო"... 

სიზმარში სულელი გუგა ვნახე. რა შუაში იყო, არ ვიცი. : ) 
ოღონდ, სიზმრის შინაარსი აღარ მახსოვს. 

საღამოს 7საათზე გამეღვიძა. 
თავი მისკდებოდა. 
ძლივს ავდექი ლოგინიდან. 

ჩავიცვი და რესტორანში ჩასვლა დავაპირე. 

კარებში წერილი დამხვდა. 

გავხსენი და… 

სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი. 

კონვერტში ორი ბილეთი იდო: 

" საფრანგეთი, ნიცა " 

სუნთქვა შემეკრა და თავბრუ დამეხვა... 

ბილეთებიდან პატარა წერილი გადმოვარდა. 

"რადგან ამ წერილს კითხულობ, ალბათ უკვე გაიღვიძე. 
იმედია, კარგად გეძინა. 
მე თვალი არ მომიხუჭავს. საშინლად ვიფრინე, სულ მეგონა, თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. : ) 
დიდი მადლობა გუშინდელი ღამისთვის , ძალიან კარგი დრო გავატარე. 

პატარა საჩუქარი გაგიკეთე, მგონი, გაგიხარდება. 
და იმედია, არ გამიბრაზდები. 
შენი მარტო ნიცაში გაშვება ძალიან გამიჭირდა, ამიტომ ორი ბილეთი გიყიდე, 
რა იცი, რა ხდება 

ლიმნისფერი ვნახე, მაგრამ მგონი საღამოს კაბა უფროა, ვიდრე სარაფანი, იმედია, მოგეწონება. 
ქვემოთ დაგიტოვე, ადმინისტრაციაში. : ) 

რაც შეეხება 3-4 მილიონს, ცოტა დრო მქონდა და გამიჭირდა ფულის ჩემოდნებში ჩალაგება, მაგრამ ეგეც იქნება. : ) 

გიტოვებ ჩვენს ფოტოს.. 
მრცხვენია, ისეთი მთვრალი ვარ. 
მაპატიე, გთხოვ. : ) 
მაგრამ შენ ისეთი ლამაზი ხარ, ჩემი სიმთვრალე მავიწყდება 
მინდა გითხრა, რომ უკვე ძალიან მენატრები და... 
გუშინ.. 
ნომერთან რომ მიგაცილე , ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკოცნა.. 
ეს ისე, 
მაინც, 
რომ იცოდე ... 

ეხლა წავედი, მძღოლი მელოდება უკვე ნახევარი საათია. 
მანდ არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ სულ, სულ, სულ შენზე ვფიქრობ. 
და მინდა გითხრა, რომ იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდი, 
ვიდრე ქორწილიდან მახსოვდა. 

გკოცნი ბევრს, 
ძიმკა "გრუზინსკი”
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1099 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 adjara  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]