.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა
12:48
28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა


5 ოქტომბერი 
დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან. 
მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება. ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება.
19 ოქტომბერი 
ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია. ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.
23 ოქტომბერი 
მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება ~დედა~. 
25 ოქტომბერი 
დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო 
2 ნოემბერი 
ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები. ჩემი ხელები და ფეხები უკვე ფორმას ღებულობენ. 
12 ნოემბერი 
მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან. შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო 
20 ნოემბერი 
დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. 
ალბათ დედა ძალიან ბედნიერია 
23 ნოემბერი 
ალბათ დედა და მამა უკვე ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 
13 დეკემბერი 
მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 
24 დეკემბერი 
საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. 
დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება! 
28 დეკემბერი 
დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 880 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]