ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:04
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:03 *** | |
ოცნების ზღვაში შევცურდები ხოლმე ანაზდად, და ვეფერები ფერდობებზე შეფენილ იას მზად ვარ ვაჩუქო სიყვარული იმას ავანსად ვისგანაც იგი არასოდეს არ მიმიღია. შენი ღიმილი თუ გულწრფელია თუ მაგ ღიმილში მეც მიდევს წილი, ეს ჩემი გული მაშინ წრფელია აღარ ვყოფილვარ მთლად გასაწირი. თუკი ეს გრძნობა ქრება ფიფქივით, როცა მოიხსნი ღიმილის ნიღაბს, ჯობია ლექსი დარჩეს ფიქრივით და გავატანო ცხოვრების ნიავს. მე ხშირად გხედავ,ვდგავარ და გიმღერ თვალებს დავხუჭავ და მაინც გხედავ გადავაყოლე დრო-ჟამი ფიქრებს მოახლოებას მაინც ვერ ვბედავ. თვალების სხივი თოკს წნავს უჩინოს ნაქსოვი ბადით გულს შენსკენ ქაჩავს, ცოდოა ცეცხლი არ გაუჩინო ისედაც დაჭრილს მთლიანად დაწვავს. ილია კორძაძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |