შაბათი, 23.11.2024, 11:03
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:15 10 გზა იმისთვის რომ გააუმჯობესო შენი მეხსიერება | |
კარგი მეხსიერება უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივია, მაგრამ ცუდ მეხსიერებას ვერ შეცვლი, სამაგიეროდ შენ შეგიძლია ის გააუმჯობესო. ამისათვის საჭიროა პასუხისმგებლობა გამოიჩინო და ამ საქმეს ბოლომდე მიყვე, რაც მთავარია გაითვალისწინო ექსპერტების რჩევა 10 გზა იმისთვის რომ გააუმჯობესო შენი მეხსიერება 1. დაინტერესდი ჩვენ გვამახსოვრდება მხოლოდ ისეთი რაღაცეები, რასაც ყურადღებას ვაქცევთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ადვილად ვივიწყებთ იმას, რაც მოსაწყენია და ნაკლებად იქცევს ყურადღებას. არ დაფიქრებულხართ იმაზე , რომ სკოლაში მოსწავლე ბიჭები ფეხბურთის თამაშების შედეგებს უფრო კარგად იმახსოვრებენ ვიდრე თარიღებს მათი ისტორიის გაკვეთილიდან. გამოიჩინე მეტი ყურადღება იმ საგნის მიმართ რომლეიც გინდა რომ დაგამახსოვრდეს და არასდროს დაგავიწყდეს და რაც მთავარია დასვი შეკითხვები. 2. გაიმეორე იმის გამეორება რაც გინდა რომ დაიმახსოვრო, ძალიან კარგი საშუალებაა რომ დაიმხსოვრო ტელეფონის ნომრები ან სახელები მოკლე დროში. მაგ: ალბათ ყველასთვის სირთულეს წარმოადგენს მობილურის ნომრების დამახსოვრება როგორიც თუნდაც ასეთ რიცხვებისგან შედგება: 557235698. ეს რიცხვები დააჯგუფეთ და უფრო ადვილი იქნება მათი დამახსოვრება ასე : 557 23 56 98. 3. წარმოდგინეთ რაიმე სურათი სხვა გზა იმისთვის რომ დაიმახსოვროთ ესა თუ ის სიტყვა ან საგანი, ამისათვის შეგიძლიათ გონებაში ჩამოაყალიბოთ რაიმე სურათი. მაგ: თუ ინგლისელ პიროვნებას სურს დაიმახსოვროს ესპანური სიტყვა ‘’pato’’ რაც იხვს ნიშნავს, შეგვიძლია ეს სიტყვა დავაკავშიროთ ინგლისურ ზმნასთან ‘’to pat’’ –თან რაც ხელის დარტყმას ნიშნავს, შესაბამისად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სურათი, რომ პიროვნება ხელს ურტყამს იხვს. 4. გამოიგონე ამბავი იმისათვის რომ დაიმახსოვრო გრძელი სია, ძალიან მოსახერხებელია გამოიგონო რაიმე ამბავი, რომელიც ამ სიტყვებს შეიცავს. მეცნიერებმა ასეთი კვლევა ჩაატარეს, ხალხს ამ ხერხით 120 სიტყვი დამახსოვრება მოსთხოვეს, 90%–მა ეს ტესტი ჩააბარა. 5. მოახდინე შენი იდეების ორგანიზება ჩვენ იდეებს ორგანიზება უნდა მოვახდინოთ, გავაკეთოთ ჩანაწერები. დავსვათ შეკითხვები მანამდე , სანამ არ გავიგებთ კარგად ამა თუ იმ საგანს. 6. მოუსმინე მოცარტს ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა მეხსიერებას აუმჯობესებს, განსაკუთრებით მოცარტის, სამწუხაროდ როკის მოსმენა იგივე შედეგს ვერ გამოიღებს. 7. შეასრულე ფსიქოლოგიური სავარჯიშოები თუ არ გინდა დაკარგო შენი მეხსიერება, ასაკის მატებასთან ერთად მხნეობა უნდა შეინარჩუნო, როგორც მეცნიერები და ექსპერტები იტყოდნენ : ‘’ გამოიყენე ან დაკარგე’’ . უნდა შეავსო ეგრეთ წოდებული ‘’ puzzle’’ , კროსვორდები და სხვ. 8. შეასრულე ფიზიკური სავარჯიშოები ფიზიკური სავარჯიშოებიც ასევე მნიშვნელოვანია შენი მეხსიერებისთვის, იმიტომ რომ ის ზრდის გულის ცემას, ამის მეშვეობით ტვინს უფრო ბევრი ჟანგბადი გადაეცემა რაც შენ მეხსიერებას აუმჯობესებს. იქვე ექსპერტები გვახსენებენ, რომ სტრესი ძალიან ცუდია ჩვენი მეხსიერებისთის. 9. მიირთვი ის რაც სასარგებლოა ძველი ხალხი ამბობდა, რომ თევზი ძალიან კარგი არის გონებისთვის რაც აბსოლიტურად მართალია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისეთი თევზები როგორებიცაა მაგ: ტუნა და ორაგლია ასევე ზეითუნის ზეთი გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში. C და E ვიტამინები ( რომელიც ფორთოხალში, მარწყვში და შავ ყურძენში მოიპოვება) ასევე B ვიტამინი ( მოიპოვენა ნახევრად მოხარშულ ხორცში და მწვანე ბოსტნეულში) ძალიან კარგია ტვინისთვის. 10. დალიე ყავა კოფეინი შეიძლება არ იყოს კარგი თქვენთვის , მაგრამ ის ზრდის თქვენს გულისცემას და უფრო მეტ ჟანგბადს აწვდის ტვინს. ერთი ჭიქა ყავა გვეხმარება კონცენტრაციაში, ძალიან კარგი იქნება მივიღოთ მეცადინეობის წინ, მაგრამ თუ არ გიყვართ არც ესაა პრობლემა ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ საღეჭ რეზინს იგივე ეფექტი აქვს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |