.

მთავარი » 2013 » მარტი » 3 » ვ.ნაბოკოვი -> მომავალ მკითხველს,ჯერარშობილს!
14:27
ვ.ნაბოკოვი -> მომავალ მკითხველს,ჯერარშობილს!


შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის,
როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე
გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ
და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს.

ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცმევ ფრაკსა და სერთუკს-
ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ უზის,
დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს
დრო გარდასული_შორეული ნიჟარა მუზის.

თექვსმეტი სტროფი გვირგვინივიტ ერთად შეკრული,
როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი და მყიფე-
აჰა,გაბედე და დახლიჩე ცალკე მარცვლებად-
ეს ჩემი ძველი სისუფთავე და სიღარიბე.

მე აქ ვარ,შენთან,ვეღარაფრით დამემალები,
წყვდიადის გავლით აქ,შენს მკერდში დავიდე ბინა,
იგრძენ სიცივე?_გამჭოლი ქარი, უძველეს დროის...
საკმარისია,მაშ მშვიდობით,კმაყოფილი ვარ!

(თარგმნა ნ.ფიფიამ)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1327 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნ.ფ.  
0
ადმინ,რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ...ახლა სემთხვევით შემოვიხედე და წავაწყდი ამ ჩემს თარგმანს...გმადლობთ,რომ გახსოვართ <3
პატივისცემით - ნონა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]