.

მთავარი » 2013 » მარტი » 5 » ყველაზე საშიში სიტუაციები
14:36
ყველაზე საშიში სიტუაციები


წარმოიდგინეთ სახლში მარტო ხართ და კომპიუტერზე ზიხართ, უეცრად შუქი ქვრება, ფანჯრიდან იხედებით და ატყობთ, რომ შუქი მხოლოდ თქვენს ბინაში ჩაქვრა, უეცრად კი კარებზე მძიმე და ხმამარალი კაკუნი ისმის...

წარმოიდგინეთ: თქვენ და თქვენი მეგობრები მეგობრის მანქანით პიკნიკიდან სახლში ბრუნდებით, ამასობაში შემოგაღამდათ კიდეც, უეცრად მანქანა ჩერდება, გარეთ გადმოდიხართ და ამჩნევთ, რომ მანქანის ბორბალს დანის მაგვარი ბასრი საგანი აქვს მოხვედრილი...

წარმოიდგინეთ, თითქოს შხაპიდან გამოსულს კარების წინ ტალახიანი ნაკვალები გხვდებათ, ახლო ოთახიდან კი უცნაური ხმები ისმის, უკან იხევთ, გვერდით იხედებით და შავ მეთევზის პლაშში გადანცმულ ადამიანს ხედავთ...

წარმოიდგინეთ, მეგობრის ბინიდან სახლში მოდიხართ, ქუჩაში ადამიანის ხმა არ ისმის, უკვე ღამეა და ცივა, სახლში ადიხართ, კარებზე აზარუნებთ, მაგრამ კარებს მაინც არავინ არ გიღებთ, ხოლო ზემოთა კიბეებიდან კი ადამიანის ჩრდილი ჩანს და მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ ღამე გახსენდებათ ტანსაცმლის გამზადება, რომელიც ხვალინდელი დღისთვის სკოლაში უნდა ჩაიცვათ, ძალიან გცივათ, მაგრამ ფეხზე მაინც დგებით, კარადას უახლოვდებით და კარადის შიგნიდან კი რაღაც ხმაური ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ დარჩენილი და ტელევიზორს უყურებთ, თან სასუსნავს ჭამთ, უცებ წაგეთვლიმათ და თქვენ ფანჯარას ვიღაცამ კენჭი ესროლა, თქვენ გარეთ იხედებით მაგრამ ვერაფერს ხედავთ, უცებ თქვენ კარებზე სწრაფი ზარის და კაკუნის ხმა ისმის...

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ, საწოლ ოთახში შედიხართ დასაძინებლად და იქ კი დაჭრილი და დახეული თეთრეული გხვდებათ, დაგლეჯილ საწოლზე კი წერილი დევს რომელზეც
უშნო ასოებით წერია :No One Gets Out Alive..!

რას იზამდით, თუ მანქანა ღამე გაგიჩერდებოდათ იდუმალ და ხშირ ტყესთან ახლოს, საიდანაც უცნაური ხმები ისმის?..
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1101 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]