.

მთავარი » 2013 » მარტი » 5 » ყველაზე საშიში ადგილები
14:32
ყველაზე საშიში ადგილები


1)მუზეუმ - ძვალსამარხი ჩეხეთში

როცა სედლეცში, გეთსიმანიის ბაღში ყოველთა წმინდანთა კოშკი ააშენეს, ადგილობრივ სასაფლაოს სრული 3,5 ჰექტარი ეკავა - აქ დაკრძალული იყო 1318 წელს შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი - 30 ათასი ადამიანი. მოგვიანებით, მათ ჰუსიტურ ომებში დაღუპულებიც მიემატნენ. გადატვირთული ნეკროპოლი დახურეს, ძვლები მიწიდან ამოთხარეს და კოშკის სარდაფში ჩაყარეს. პირველმა, ვინც იქაურობის მოწესრიგება გადაწყვიტა, ერთი ნახევრად ბრმა ბერი იყო. მიცვალებულების პატივისცემად მან 1511 წელს ძვლებისგან 6 პირამიდა ააგო. პირამიდები იდგნენ, ვიდრე XVIII საუკუნეში ადგილობრივი მიწები გრაფი შვარცენბერგის მფლობელობაში გადავიდოდა. კოშკის " დიზაინი" ცნობილ ხის მჭრელს - ფრანტიშკ რინტს დაევალა. მან თავი ამ დავალებას ბრწყინვალედ გაართვა. მუზეუმში შესვლა ისეთივე თავისუფალია, როგორიც გამოსვლა.


2)ეშმაკების მუზეუმი ლიტვაში

ამ მუზეუმში ათასზე მეტი ეშმაკი "ცხოვრობს". მუზეუმი პროფესორ ჟმიუძინავიჩიუსის პირადი კოლექციის საფუძველზე 1966 წელს შეიქმნა. 1991 წელს მუზეუმს უკვე 1742 ექსპონატი ჰქონდა. კერამიკის, ხის, მეტალის, ტყავის და სხვა ეგზოტიკური მასალებისგან დამზადებული ეშმაკები კაუნასში 22 ქვეყნიდან ჩამოიტანეს. კოლექცია გამუდმებით იზრდება. კაუნასის "უწმინდური ძალის წარმომადგენლობა" დღეს ყველაზე დიდია მსოფლიოში.
შესვლა - უფროსებისთვის 5 ლიტი, ბავშვებისთვის- 2,5 ლიტი. ( დაახლოებით 3 და 1,5 ლარი)

3)ელმინის სასახლე


XV საუკუნის ციხე-სიმაგრე, რომელიც მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო - შავი კონტინენტის ხალხისადმი თეთრკანიანების მიერ ჩადენილი დანაშაულის ჭეშმარიტი ძეგლია. განის სანაპიროზე ასეთი ნაგებობები ყოველ 15 კილომეტრში შეგხვდებათ. ჩახუთული საკანი პატარა სარკმლით, რომელშიც ძლივს აღწევს მზის სხივები _"დაუბრუნებლობის კარიბჭეა" , დამინებული შავკანიანები აქედან გაჰყავდათ გასაყიდად. ყველაზე საშინელი სანახავია ქვის ჭა, რომელშიც ადამიანები თვეობით ელოდებოდნენ საბოლოოდ "დამონება".
შესვლა - თავისუფალია.

4)"წამების მუზეუმი" ნიდერლანდებში.

ნიდერლანდების პოლიტიკურ დედაქალაქში ყველაზე საშინელ ექსპოზიციას ნახავთ: ჰააგის ხალხმრავალ ცენტრალურ მოედანზე არის ძველი უღიმღამო ერთკაციანი საკანი, სადაც საწამებლად მოჰყავდათ დამნაშავეები. აქვეა ეგზეკუტორების სამუშო ინვენტარიც. თუ პირველივე წუთს გაუძელით და გული არ წაგივიდათ (ასეთი რამ იქ ხშირად ხდება) მუზეუმის გიდი დიდი სიამოვნებით გიამბობთ, როგორ იყენებდნენ ამ იარაღებს.
შესვლა - 5 ევრო


5)მიცვალებულთა სულების მუზეუმი - რომი, იტალია

დელ საკრო კუორეს ეკლესიის სარდაფში მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ პატარა მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ამ ქვეყნად მიცვალებულთა სულების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. მუზეუმში მოსახვედრად ადგილობრივ მღვდელს ნებართვა უნდა სთხოვოთ. დღეს აქ მოჩვენებასთან დაკავშირებით ასობით ექსპონატია: მაგალითად, ღამის ჩაჩი გაჭვარტლული თითების ანაბეჭდებით. ეს ლუიზა ლე სენეშელის მოჩვენების კვალია. 1873 წლის 7 მაისს მიცვალებილუ ღამით გამოეცხადა თავის მეუღლეს, რომელსაც ამ დროს მშვიდად ეძინა, სულმა რამდენჯერმე უჩქმიტა ცხვირზე და გაბრაზებულმა მოაძრო ღამის ჩაჩი. ეს გაფრთხილება იყო, დაქვრივებულმა მეუღლემ გლოვა დროზე ადრე შეწყვიტა.
შესვლა - უფასოა, მაგრამ სასურველია ეკლესიისთვის მცირე შემოწირულობა გაიღოთ.



6) დრაკულას ციხე-სიმაგრე რუმინეთში.



ბრანის შუასაუკნეებში ციხე-სიმაგრე კარპატებში, საშინელი უფსკრულის პირასაა აგებული. ეს წმინდა წყლის გოთიკური ნაგებობდა ვიწრო გასასვლელებითა და ქვის კიბეებით, ეკუთნოდა ვამპირ დრაკულას. ციხე-სიმაგრე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 100 წლის წინათ ირლანდიელმა რომენისტმა, ბრემ სტოკერმა აღწერა თავის ცნობილ რომანში - "დრაკულა". მთავარი საკვამური საშინელებათა დეკორაციას ჰგავს და ძლიერი ქარის დროს საშინლად ღმუის. 56 ოთახიდან ერთ-ერთში დგას უზარმაზარი საწოლი ოთხი საყრდენით და ფარდებით, გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ საწოლზე აწვენდა დრაკულა თავის მსხვერპლს და სისხლს სწოვდა. "საშინელებათა ციხე-სიმაგრის " წოდება გრაფ ვლად IV წყალობით შეიძინა. რუმინელი გრაფი დაუნდობელი იყო და ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, სარზე სვამდა. ციხე-სიმაგრისკენ მიმავალ გზას "ალესილი სარების გზა ჰქვია".

7)წამების მუზეუმი

ევროპის ბევრი მუზეუმი ინახავს "ესპანურ ჩექმას", გილოტინებისა და მათ მსგავს საზარელ ინსტრუმენტებს, მაგრამ მალტის მუზეუმი სულ სხვაა. ის მდებარეობს ქალაქ მდინაში, მალტის ძველ დედაქალაქში, რომელში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. აქ შუასაუკუნეების ცარიელი ქუჩებია. მუზეუმის სარდაფში ჩასული დამთვარიელებლის თვალწინ გადაიშლება: სახრჩობელები, ფრჩხილების დასაძრობი და თავის ქალის მისაჭყლეტი იარაღები. იარაღები ნამდვილია და მრავალი ადამიანის სისხლი შეხმობია მათ. პერსონაჟები ცვილისაა, მაგრამ წარმოუდგენლად ბუნებრივად გამოიყურებიან, ადამიანი ამოთხრილი თვალით და ეგზეკუტორი, რომელიც ხახაში ადუღებულ ზეთს ასხამს. 
შესვლა დაახლოებით - 2 დოლარი

8)შეშლილთა კოშკი ავსტრიაში.

დღევანდელ შპითალგასეზე მაღალი კოშკი დგას და ამ კოშკში XVIII საუკუნეში საგიჟეთი იყო. აქ გამოფენილია კანონურჩი მოქალაქეების გამომშრალი და დასპირტული ორგანოები, ახდილი თავის ქალები და მუმიფიცირებული თავები.
შესვლა - 2 ევრო

9)ჰიგიენის მუზეუმი რუსეთში.

პეტერბურგში იტალიის ქუჩაზე არის "ჰიგიენის მუზეუმი", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს საწამებელ იარაღში შებმული პავლოვის ძაღლის ფიტული, ქალისა და მამაკაცის გამჭირვალე ფიგურები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის სისტემის დემონტრირებას ახდენს, საწამებელი აგრეგატი - XIX საუკუნის დანტისტის სავარძელი, ძალიან ნატურალურად და დიდი მონდომებით არის შესრულებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სხვადასხვა სტადიის დემონსტრირებას ახდენს და კიდევ მრავალი სხვა.
შესვლა - 10 რუბლი.

10)საშინელებათა ციხე-სიმაგრე ლონდონში.



აქ ყველაფერი ძალიან ნატურალურია, სირნელიც კი. ასახულია რეალური ისტორიული მოვნელები. წამების რამდენიმე მეთოდი სტუმარს შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს, ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა . ერთ-ერთი შოუ წარმოადგენს XVI საუკუნის სასამართლო პროცესს. მუზეუმის თანამშრომლებს სტუმრები მორიგეობით გაჰყავთ და ბრალდებულის სკამზე სვამენ. მოსამართლეები დაიკთხვას იწყებენ:
- სახელი ? 
- ჯეკი.
- საიდან ხართ ?
-ჰიუტონიდან.
- ჰიუსტონიდან ? ამერიკიდან ? Guilty! (დამნაშავეა!)

შესვლა - 5 გირვანქა
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1258 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]