.

მთავარი » 2013 » მარტი » 3 » ანა ახმატოვა ცილისწამება (თარგმანი ნ.ფიფიასი)
13:29
ანა ახმატოვა ცილისწამება (თარგმანი ნ.ფიფიასი)


ყველგან,ყოველთვის თან დამდევდა ცილისწამება,
ხმა მის ნაბიჯთა ჩემთვის მუდამ იყო წამება,
ულმობელ ცის ქვეშ,მკვდარ ქალაქში დაძრწოდა იგი,
ეძებდა სისხლს და პურს ეძებდა ხოხვით და ლიქნით.
იმის ანარეკლს მე ვპოულობ ყველას თვალებში,
თითქოს ღალატის,გამცემლობის შლამში ჩავეშვი,
მის გამოძახილს ახალ-ახალს შიშით არ ვხვდები,
მზად მაქვს პასუხი_ღირსეულად,მედგრად დავხვდები;
მაგრამ წინასწარ უკვე ვხედავ დღეს გარდაუვალს-
დილის ცისკარზე მეგობრები შემოვლენ ჩუმად,
უტკბილეს სიზმრებს შემიშოთებს გრძნობები მკვახე,
გაყინულ მკერდზე დამადებენ ქვითინით სახეს.
შემოვა ისიც...ვინ გაიგებს,თუ როდის მოვა,
მის დაუღლელ პირს არ ბეზრდება ხომ სისხლის წოვა,
მისი ხმა-ჭორით გატენილი და არა მშვიდი,
იქნება ჩემთვის წირვა -ლოცვა და პანაშვიდი.
უცებ გახდება გასაგები ირგვლივ ყველასთვის
მისი ბოდვები...ჩავეფლობი მათში ყელამდის,
რომ ვერ შეხედოს მეზობელმა თვალში მეზობელს,
სიცარიელემ ტანი ჩემი ჩანთქას ესოდენ,
რომ სული ჩემი კიდევ ერთხელ აენთოს ისევ
კვლავ მიწიერი უმწეობით...გაფრინდეს ცისკენ
და გამთენიის ნისლში მსრბოლიც წუხდეს იმაზე
ველურ წუხილით_რაც აქ ხდება,დაბლა,მიწაზე.


კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1617 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]